"მილანი" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ფილიპ მექსესის გაყიდვას აპირებს

AutoSharing Option
"მილანის" და საფრანგეთის ნაკრების 30 წლის ცენტრალური მცველი ფილიპ მექსესი თავის ამჟამინდელ კლუბს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დატოვებს.

ფეხბურთელი 27 აგვისტოს "სამპდორიასთან" სერია A-ს მატჩში არ ითამაშებს.

ამბობენ, რომ მექსესი "როსონერის" თავკაცის მასიმილიანო ალეგრის გეგმებში აღარ ფიგურირებს.

"რომადან" გადასვლის შემდეგ "მილანის" შემადგენლობაში ფრანგმა მცველმა სულ 24 მატჩი ჩაატარა, რომელშიც კლუბი სულ ოთხჯერ დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული