25 აგვისტოს, იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა "იუვენტუსმა", ახალი სეზონის სასტარტო მატჩში საკუთარ მოედანზე "პარმა" 2:0 დაამარცხა. გატანილი გოლების ავტორები შტეფან ლიხშტაინერი და ანდრეა პირლო გახდნენ.
"იმ მიზანს მივაღწიეთ, რომელსაც მატჩის დაწყების წინ ვისახავდით - გავიმარჯვეთ. სამი ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ გუნდში ყველა აცნობიერებს, რომ თამაში აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ.
თამაშის სრულყოფა გვჭირდება და მომავალ მატჩს საუკეთესო ფორმაში უნდა შევხვდეთ", - განაცხადა მარკიზიომ.
მეორე ტურში "იუვენტუსი" 2