კლაუდიო მარკიზიო: გავიმარჯვეთ, მაგრამ თამაშის სრულყოფა აუცილებელია

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" კაპიტანი კლაუდიო მარკიზიო მიიჩნევს, რომ იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში მოგებამ მისი გუნდი არ უნდა მოადუნოს.

25 აგვისტოს, იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა "იუვენტუსმა", ახალი სეზონის სასტარტო მატჩში საკუთარ მოედანზე "პარმა" 2:0 დაამარცხა. გატანილი გოლების ავტორები შტეფან ლიხშტაინერი და ანდრეა პირლო გახდნენ.

"იმ მიზანს მივაღწიეთ, რომელსაც მატჩის დაწყების წინ ვისახავდით - გავიმარჯვეთ. სამი ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ გუნდში ყველა აცნობიერებს, რომ თამაში აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ.

თამაშის სრულყოფა გვჭირდება და მომავალ მატჩს საუკეთესო ფორმაში უნდა შევხვდეთ", - განაცხადა მარკიზიომ.

მეორე ტურში "იუვენტუსი" 2
სექტემბერს სტუმრად "უდინეზეს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული