ვიოლა გამოსწორდა?
"ფიორენტინას" მესვეურები იმდენი აკრიტიკეს ფლორენციელმა ტიფოზებმა, სანამ მიჯრით არ განახორციელეს ტრანსფერები და საკმაოდ ძლიერ შემადგენლობას არ მოუყარეს თავი; განსაკუთრებით ეს ნახევარდაცვაზე ითქმის, სადაც რამდენიმე ახალწვეულია - თუნდაც ბორხა ვალერო, დავიდ პისარო და ალბერტო აკვილანი შეგვიძლია დავასახელოთ...
მოკლედ, "ვიოლა" შუა ხაზში გვარიანად მოძლიერდა და პირველ ტურში ეს ნათლადაც გამოჩნდა. მართალია, ერთი
"ფიორენტინამ" ძალიან კარგად დაიწყო სეზონი, დაამარცხა რა მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი მეტოქე და გულშემატკივრებში იმედი გააჩინა, რომ "ვიოლას" ხანგრძლივი კრიზისი მალე დასრულდება.
მატჩის შემდეგ ფლორენციული გუნდის მთავარი მწვრთნელი, ვინჩენცო მონტელა უაღრესად კმაყოფილი იყო:
"ოპტიმალური კონდიციისგან შორს ვართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ შეგირდთა გარჯით, თავი არ დაუზოგავთ და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს.
რაც მთავარია, მომატება შეგვიძლია და ესეც კარგად გამოჩნდა - სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და ვეცდებით, რომ ერთი მაღალი კლასის ფეხბურთელი გადავიბიროთ.
აქვე განსაკუთრებულად მინდა გამოვარჩიო სტევან იოვეტიჩი, რომლის დუბლმაც სამი ქულის მოპოვებით ტკბობის საშუალება მოგვცა; ჩერნოგორიელი "ფიორენტინას" ძალიან სჭირდება და ის არსად წავა".
თითქოს სეზონი გახურებული იყოს
გასული სეზონის ტრიუმფატორმა ახალი ჩემპიონატიც გამარჯვებით დაიწყო - "იუვენტუსმა" ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.
ტურინელებმა ორი უპასუხო გოლი მიართვეს "პარმას" და სამი ქულა აუღელვებლად მოიპოვეს.
მასპინძელთაგან შეტევის წინა ხაზზე სებასტიან ჯოვინკო და მირკო ვუჩინიჩი მოქმედებდნენ, ანტრაქტის შემდეგ კი საქმეში ალესანდრო მატრიც ჩაერთო. თუმცა თავდამსხმელებიდან დიდად არცერთს გაუბრწყინია, თავი უფრო უკანახაზელებმა გამოიდეს და თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ გოლის ავტორებს გადახედოთ...
პირველი გოლი, კვადვო ასამოას პასის შემდეგ, შტეფან ლიხტშტაინერმა გაიტანა, მეორე კი ანდრეა პირლოს ანგარიშზეა, რომელმაც საფირმო საჯარიმო დარტყმა შეასრულა უზუსტესად; ტრადიციულად, პირლო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო და ტურინელთა თამაშს სიღრმიდან წარმართავდა.
ემილიელებმა პიემონტელებს საერთოდ ვერაფერი დაუპირისპირეს და ნამატჩევს მწვრთნელმა ისღა თქვა, ძლიერმა გაიმარჯვაო.
რაც შეეხება ანტონიო კონტეს, მისი ამბავი კარგად მოგეხსენებათ და არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ მატჩისშემდგომი კომენტარი არ გაუკეთებია.
მთლიანობაში, "იუვენტუსმა" საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა; ტურინელებმა თამაში მაღალ ტემპში წარმართეს და ისე გაისარჯნენ, თითქოს სეზონი გახურებული იყოს... როგორც ჩანს, ტურინელებმა მოსამზადებელი ეტაპი კარგად დაგეგმეს და ჩემპიონატის სტარტს მომზადებულნი შეხვდნენ. აქედანვე ჩანს, რომ "იუვენტუსი" სკუდეტოს შენარჩუნებისთვის იბრძოლებს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს...
მილანმა ჯერ არ იცის, რა შეუძლია
აი, რა მიზნებისთვის იბრძოლებს "მილანი", ერთმა ღმერთმა იცის, რადგან გუნდი აშკარად დასუსტებულია და ეს პირველივე ტურში გამოჩნდა.
კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ერთი თამაშით დასკვნების გამოტანა უმადური საქმეა, მაგრამ შემადგენლობის მხრივ რომ "როსონერის" სერიოზული პრობლემები აქვს, ეს ფაქტია.
ზაფხულში გუნდი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ტიაგო სილვამ და კიდევ არაერთმა ვარსკვლავმა დატოვეს, რომელთა ღირსეული შემცვლელები ჯერჯერობით არ ჩანან... სულ ახლახან "მილანელო" ანტონიო კასანომაც დატოვა და "ინტერს" მიაშურა - მართალია, იქიდან აქეთ ჯამპაოლო პაცინი მივიდა, მაგრამ ამ უკანასკნელს კარგა ხანია, კრიზისი აქვს და კაცმა არ იცის, როდის ათამაშდება, ან ათამაშდება თუ არა საერთოდ...
მოკლედ, "მილანი" რთულ დღეშია და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს პირველივე ტურში დადასტურდა. მასიმილიანო ალეგრის შეგირდები ნელ ტემპში უტევდნენ მეტოქეს, ბევრი ვერაფერი დააკლეს და ბოლოს გოლიც გაუშვეს.
მართალია, ტერიტორიულ უპირატესობას "შავ-წითლები" ფლობდნენ, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ გენუელებმა სამი ქულა დაუმსახურებლად მოიპოვეს. ინერტული იყო სტეფან ელ შაარავისა და რობინიოს თავდამსხმელთა ტანდემი. ვერც ჯამპაოლო პაცინიმ გაიბრწყინა და შედეგიც გენუელთა სასარგებლო დაფიქსირდა.
შესაძლოა, ეს მარცხი "მილანისთვის" უკეთესიც იყოს, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ კლუბის მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდებიან და 31 აგვისტომდე, მინიმუმ, ერთ ექსტრა-კლასის ფეხბურთელს გადაიბირებენ. ამბობენ, ადრიანო გალიანი მადრიდშია ჩასული და კაკას ტრანსფერი ბოლომდე მიჰყავსო. ვნახოთ...
"ინტერმა" ახალი სეზონი დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნა - ანდრეა სტრამაჩონის შეგირდებმა დებიუტანტი "პესკარა" დაიბრიყვეს და მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვეს. არადა, ბევრი ფიქრობდა, რომ მოტივირებული "დელფინები" დიდ წინააღმდეგობას გაუწევდნენ მილანელებს, მაგრამ ამ საქმისგან არაფერი გამოვიდა - ლომბარდიელებმა სამი უპასუხო გოლი გაუტანეს დებიუტანტს და ამდენივე ქულა უპრობლემოდ მოიპოვეს.
მომდევნო ტური
1 სექტემბერი: ტირინო-პესკარა, ბოლონია-მილანი.
2 სექტემბერი: უდინეზე-იუვენტუსი, კალიარი-ატალანტა, კატანია-ჯენოა, ინტერი-რომა, ლაციო-პალერმო, ნაპოლი-ფიორენტინა, პარმა-კიევო, სამპდორია-სიენა.
სერია A. I ტური
ფიორენტინა-უდინეზე 2:1
ფიორენტინა (3-5-2): ვივიანო - რონდალია, გონსალო, ნასტასიჩი - კასანი (52. კუადრადო), რომულო (78. რომულო), ბორხა ვალერო, პისარო, პასკუალი - ლიაიჩი (66. ელ ჰამდაუი), იოვეტიჩი.
უდინეზე (3-5-1-1): ბრკიჩი - ჰეორტალიქსი, დანილო, კოდა - ფარაონი, ბატოკიო, ვილიანსი (46. პერეირა), ბადუ, პასკუალე (77. დომიცი) - მაიკოსუელი - მურიელი (68. ფაბრინი).
გოლები: 0:1 მაიკოსუელი (28), 1:1 იოვეტიჩი (68), 2:1 იოვეტიჩი (90).
კუთხური: 10-0; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 10(2)-3(1); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 35 000
იუვენტუსი-პარმა 2:0
იუვენტუსი (3-5-2): სტორარი - მარონე, ბონუჩი, ბარცალი - ლიხტშტაინერი (78. პადოინი), ვიდალი, პირლო, მარკიზიო, ასამოა - ჯოვინკო (87. დე ჩელიე), ვუჩინიჩი (70. მატრი).
პარმა (3-5-2): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი - როზი (82. პელე), ასკუა (58. ნინისი), ვალდესი, პაროლო, გობი - ბიაბიანი, პაბონი (82. ბელფოდილი).
გოლები: 1:0 ლიხტშტაინერი (54), 2:0 პირლო (58).
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 20-11; თამაშგარე: 9-1; კარში დარტყმა: 12(6)-6(5); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 37 000
მილანი-სამპდორია 0:1
მილანი (4-3-1-2): აბიატი - დე შილიო, ბონერა, იეპესი, ანტონინი - ფლამინი, მონტოლივო, ნოჩერინო (70. კონსტანტი) - ბოატენგი - ელ შაარავი (56. პაცინი), რობინიო (59. ემანუელსონი).
სამპდორია (4-3-3): რომერო - ბერარდი, გასტალდელო, როსინი, კოსტა - ობიანგი, ტისონე, პოლი (81. მუნარი) - ესტიგარიბია (74. მაქსი ლოპესი), ედერი (76. სორიანო), კრსტისიჩი.
გოლი: 0:1 კოსტა (59).
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 8-14; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 16(6)-8(3); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 65 000
რომა-კატანია 2:2
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - პარიზი, ბურდისო, კასტანი, ბალცარეტი - ბრედლი, დე როსი, პიანიჩი (85. ფლორენცი) - ტოტი (85. ლოპესი), ლამელა (72. მარკინიო), ოსვალდო.
კატანია (4-4-2): ანდუხარი - ანდუხარი, ბელუში, ლეგროტალიე, მარკეზე - ალმირონი, ბიაჯანტი (85. შაკა), ლოდი, ბარიენტოსი (66. კასტრო) - ბერგესიო (76. ბერგესიო), გომესი.
გოლები: 0:1 მარკეზე (29), 1:1 ოსვალდო (59), 1:2 გომესი (61), 2:2 ლოპესი (90).
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 14(5)-9(4); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 45 000
ატალანტა-ლაციო 0:1
ატალანტა (4-4-2): კონსილი - ბელინი, ლუკინი, მანფრედინი, ბრივიო - სკეოლოტო (67. ტროისი), ბიონდინი (90. კაცოლა), ჩიგარინი, ბონავენტურა (75. პრარა) - მორალესი, დენისი.
ლაციო (4-3-2-1): მარკეტი - კონკო, დიასი, ბიავა, ლულიჩი - გონსალესი (84. ცანა), ლედესმა, ერნანესი - მაური (80. ონაზი), კანდრევა (89. სკალონი) - კლოზე.
გოლები: 0:1 ერნანესი (17).
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 5(3)-10(4); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 22 000
კიევო-ბოლონია 2:0
კიევო (4-3-3): სორენტინო - დაინელი, ცეზარი, ფრეი, სარდო - რიგონი, ჰეტემაი, ლუსიანო (85. ვაჩეკი) - თერეუ (84. მოსკარდელი), პელისიერი, დი მიკელე (61. კრუსადო).
ბოლონია (3-4-2-1): ალიარდი - კერუბინი, დე კარვალიო, ანტონსონი - გარიჩი (68. გაბიადინი), პერესი, ტაიდერი, გუარანტე (84. პულცეტი) - დიამანტი, მოტა - აკვაფრესკა (88. პასკუატო).
გოლები: 1:0 პელისიერი (65), 2:0 კრუსადო (79).
კუთხური: 1-1; ჯარიმა: 18-17; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 6(3)-3(1); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 12 000
ჯენოა-კალიარი 2:0
ჯენოა (4-4-2): ფრეი - მესტო (46. მესტო), გრანკვისტი, კანინი, ანტონელი (68. მორეტი) - კუჩკა, იანკოვიჩი, სეიმური (67. ტოსცერი), მერკელი - იმობილე, ხორკერა.
კალიარი (4-3-3): აგაცი - პიზანო, ასტორი, აველარი (60. პერიკო), როსეტინი - დესენა (83. იბარბო), ეკდალი, ნაინგოლანი - კოსუ, პინილია (86. რიბეირო), ლარივეი.
გოლები: 1:0 მერკელი (51), 2:0 იმობილე (85).
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 12-18; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 11(4)-15(4); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 22 000
პალერმო-ნაპოლი 0:3
პალერმო (3-4-2-1): უიკანი - მუნიოსი, ჩეტო, ფონ ბერგენი - პიზანო, დონატი (55. რიოსი), ბრიენცა (29. მილიაჩო), ბერტოლო, ბარეტო (80. ბუდანი) - ერნანდესი, მიკოლი.
ნაპოლი (3-5-2): დე სანკტისი - ბრიტოსი, კანავარო, კამპანიარო - მაჯო, ინლერი (77. ვარგასი), ბერამი, არონიკა, ჰამშიკი (90. დონადელი) - ინსინიე (61. ჯემაილი) - კავანი.
გოლები: 0:1 ჰამშიკი (48), 0:2 მაჯო (79), 0:3 კავანი (88).
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 12-8; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 11(6)-8(5); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 30 000
პესკარა-ინტერი 0:3
პესკარა (4-3-3): პერინი - ძანონი, რომანიოლი, კაპუანო, ბალცანო - ნილსენი (62. კუინტერო), კოლუჩი, კაშონე - ვეისი, ჯონატასი (75. აბრუსკატო), კაპრარი (66. სელიკი).
ინტერი (4-3-2-1): კასტელაცი - ძანეტი, რანოკია, სილვესტრი, ნაგატომო - გარგანო (86. დუნკანი), კამბიასო, გუარინი - სნეიდერი, კასანო (68. კოუტინიო) - მილიტო (83. ლივაია).
გოლები: 0:1 სნეიდერი (17), 0:2 მილიტო (19), 0:3 კოუტინიო (81).
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 12-5; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 10(5)-13(6); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 18 000
სიენა-ტორინო 0:0
სიენა (3-5-2): პეგოლო - ნეტო, ფელიპე (86. პაჩი), კონტინი - დელ გროსო, მანინი, ვერე (78. სესტუ), ვერგასოლა, დაგოსტინო - ბოგდანი (46. ვალიანი), კალაიო.
ტორინო (4-2-2-2): ჟილე - დარმიანი, გლიკი, ოგბონა, მაზიელო - გაცი, ბრიგი - ვივესი (77. ბაშა), სტევანოვიჩი (55. სანტანა) - მეჯორინი, ბიანკი.
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 4(0)-7(1); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 11 000
შენიშვნა: სიენა - 6 ქულა, ატალანტა - 2, სამპდორია - 1, ტორინო - 1.
მომდევნო ტური
1 სექტემბერი: ტორინო-პესკარა, ბოლონია-მილანი;
2 სექტემბერი: უდინეზე-იუვენტუსი, კალიარი-ატალანტა, კატანია-ჯენოა, ინტერი-რომა, ლაციო-პალერმო, ნაპოლი-ფიორენტინა, პარმა-კიევო, სამპდორია-სიენა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"