მასიმილიანო ალეგრი: გენუის "სამპდორიასთან", უბრალოდ, არ გაგვიმართლა

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გენუის "სამპდორიასთან" (0:1) მარცხზე ისაუბრა.

"პირველ ტაიმში ძალიან ფრთხილად ვმოქმედებდით, "სამპდორია" კი თავს საიმედოდ იცავდა. შესვენების შემდეგ ჩემმა გუნდმა მოუმატა, მათ კი ერთადერთი მოპოვებული კუთხურის შემდეგ გაიტანეს.

"სამპდორია" ძელმა იხსნა, ბურთი კარის ხაზიდან გამოჰქონდათ, გოლკიპერმა რამდ
ენიმე სეივი განახორციელა. ფეხბურთელებთან პრეტენზია არ მაქვს. დადებითი მომენტები უნდა ვეძებოთ. დასაწყისში ყოველთვის სირთულეები იქმნება და მათ მშვიდად უნდა გავუმკლავდეთ.

მათ კუთხურიდან გაიტანეს, ჩვენ კი იგივე მდგომარეობაში ძელს მოვახვედრეთ. ჩემპიონატის დასაწყისში ხდება ხოლმე, რომ ის გუნდები იგებენ, რომელთაც მეტოქის კარში
მხოლოდ ერთხელ დაარტყეს. ეჭვგარეშეა, რომ უკეთესად უნდა ვითამაშოთ, მაგრამ დღეს, უბრალოდ, არ გაგვიმართლა.

იეპესს რომ გაეტანა, შემდეგ კი მატჩის ბოლოს ბურთის კარში გადაგზავნა მოგვეხერხებინა, თქვენ იტყოდით, რომ კარგი მატჩი ჩავატარეთ. მაგრამ კარის ჩარჩოს ორჯერ გავარტყით,
- განაცხადა "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული