"კასანო ფანტასტიკური ფეხბურთელია. ახლა უკვე შეტევაში არჩევანის დიდი საშუალება გვაქვს. "პესკარასთან" მატჩში პალასიოსა და ალვარესს არ უთამაშიათ. ჩემთვის ასეთ ფეხბურთელებთან ერთად თამაში პრივილეგიაა.
როგორ ვეწყობი ანტონიოს? კარგი ურთიერთობა გვქონდა მაშინაც კი, როცა მეტოქეები ვიყავით. ახლა კი ორივენი "ინტერის" ღირსებას ვიცავთ", - თქვა მილიტომ.
შეგახსენებთ, რომ "ნერაძურიმ" გასვლით შეხვედრაში "პესკარა" ანგარიშით 3:0 დაამარცხა. არგენტინელი ფორვარდი კი გოლით გამოირჩა.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
სერია A. I ტური: ჩემპიონი მოგებით იწყებს