კარგი ამბები "მილანის" ლაზარეთიდან

AutoSharing Option
"მილანის" მცველმა ფელიპ მექსესმა და საყრდენმა ნახევარმცველმა მასიმო ამბროზინიმ ტრავმები მოიშუშეს და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვნენ.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ სამედიცინო შტაბისგან კარგი ამბები შეიტყო. კლუბში იმედოვნებენ, რომ "ბოლონიასთან" 1 სექტემბერს გასამართ მატჩში სათამაშოდ ამბროზინი და მექსესი მზად იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ახალი სეზონი "მილანმა" "სამპდორიასთან" მარცხით დაიწყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული