"ნაპოლი" ედინსონ კავანის ახალ კონტრაქტს გაუფორმებს

AutoSharing Option
ურუგვაელი ბომბარდირი ედინსონ კავანი "ნაპოლიში" დარჩება.

ნეაპოლელები ედინსონთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებასთან ახლოს არიან. "პალერმოდან" "ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ, მხოლოდ იტალიის ჩემპიონატში, კავანიმ 49 გოლი გაიტანა.

ზაფხულის განმავლობაში მას ევროპის ტოპკლუბებს უკავშირებდნენ. ყველაზე მეტად ტურინის "იუვენტუსი" აქტიურობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ედინსონი მომავალშიც "ნაპოლიში" ასპარეზობას აპირებს.

ახალი კონტრაქტის თანახმად, კავანი წელიწადში 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც მას ნეაპოლელთა ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქცევს.

მომზადებულია Sky Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული