"როსონერიში" მიიჩნევენ, რომ ნიკლასი ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელის მთავარი კანდიდატია.
დანიის ნაკრების ფორვარდმა არსენ ვენგერის ნდობა საბოლოოდ დაკარგა. შესაბამისად, "მეთოფეები" ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ყველა წინადადებას განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ შარშან ნიკლასი იჯარით "სანდერლენდში" თამაშობდა, თუმცა ამ გუნდმა დანიელი ფეხბურთელი არ გამოისყიდა.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით