ბოან კრკიჩი: "მილანის" მაისურის ტარება დიდი პატივია

AutoSharing Option
ესპანელი თავდამსხმელი ბოიან კრკიჩი "მილანში" გადასვლით უზომოდ კმაყოფილია.

ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად, სავარაუდოდ, 29 აგვისტოს გაცხადდება.

"მილანის" მაისურის ტარება დიდი პატივია. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.

"როსონერიმ" ბევრი ფეხბურთელი გაყიდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ის მაინც ძლიერ გუნდად რჩება და ყველა ფრონტზე შეუძლია ბრძოლა. ამისთვის თავს არც მე დავიშურებ", - თქვა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ბოიანის გადაბირება ასევე "მალაგასაც" სურდა.

"მალაგა"? ამის შესახებ პრესიდან მქონდა გაგებული, თუმცა ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ "მილანის" ფეხბურთელი ვარ", - აღნიშნა კრკიჩმა.

მომზადებულია
Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული