"მანჩესტერ სიტი" ფლორენციის "ფიორენტინას" მცველის, მატია ნასტასიჩის შეძენასთან ახლოსაა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა იტალიური "ფიორენტინას" და სერბეთის ნაკრების 19 წლის მცველის, მატია ნასტასიჩის შეძენასთან ახლოსაა.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელისთვის, რომელსაც "ქალაქელთა" თავკაცი რობერტო მანჩინი დიდხანს აკვირდებოდა, კლუბი დაახლოებით 12 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაიხდის.

ამას გარდა, "ფიორენტინა" კომპენსაციის სახით ჩერნოგორიელ მცველს შტეფან სავიჩს მიიღებს.

ნასტასიჩმა მიმდინარე სეზონში თავისი ამჟამინდელი გუნდის შემადგენლობაში ორი მატჩი სრულად ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული