ნაიჯელ დე იონგი "მილანში" გადადის

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა ნაიჯელ დე იონგმა დაადასტურა, რომ "მილანთან" კონტრაქტის გაფორმებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.

30 აგვისტოს კლუბები 27 წლის ჰოლანდიელის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. დე იონგის ღირებულება 4.5 მილიონი ევროა. 30 აგვისტოს, საღამოს, ფეხბურთელმა ადრიანო გალიანისა და მასიმილიანო ალეგრისთან ერთად ისადილა.

"ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მდიდარი ტრადიციების მქონე კლუბის ნაწილი ვხდები, როგორიც "მილანია".

დარწმუნებული ვარ, რომ იტალიაშიც და საერთაშორისო არენაზეც კონკურენტუნარიანები ვიქნებით", - განაცხადა დე იონგმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული