30 აგვისტოს კლუბები 27 წლის ჰოლანდიელის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. დე იონგის ღირებულება 4.5 მილიონი ევროა. 30 აგვისტოს, საღამოს, ფეხბურთელმა ადრიანო გალიანისა და მასიმილიანო ალეგრისთან ერთად ისადილა.
"ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მდიდარი ტრადიციების მქონე კლუბის ნაწილი ვხდები, როგორიც "მილანია".
დარწმუნებული ვარ, რომ იტალიაშიც და საერთაშორისო არენაზეც კონკურენტუნარიანები ვიქნებით", - განაცხადა დე იონგმა.