27 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი ბოლოს "მანჩესტერ სიტის" ღირსებას იცავდა და ძირითად შემადგენლობაშიც რეგულარულად ასპარეზობდა;
მიუხედავად ამისა, ინგლისელები ნაიჯელს იოლად შეელივნენ და მილანელებს მხოლოდ 3.5 მილიონ ევროდ დაუთმეს. ჯერჯერობით, არ ხმაურდება ხელშეკრულების დეტალები, მაგრამ ეს ნაკლებად საინტერესოა და უმჯობესია, სიტყვა "როსონერის" ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანის გადავცეთ:
"ნაიჯელ დე იონგი ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში.
მასიმილიანო ალეგრის მისი გადაბირება სურდა და ყველააირად
დარწმუნებული ვარ, ნაიჯელთან ერთად, "მილანი" კიდევ უფრო ძლიერი იქნება. დაიხურა თუ არა ამით სატრანსფერო ფანჯარა? - ასე გამოდის".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"