სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდა კარიერას ავსტრალიაში გააგრძელებდა, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. "სიდნეის" ვარიანტის გარდა, ალესანდრო შესაძლო იყო შვეიცარიის "სიონში" აღმოჩენილიყო, სადაც უკვე ასპარეზობს ჯენარო გატუზო.
ახლა კი ამ ისტორიას კიდევ ერთი გუნდი დაემატა: დელ პიეროსთვის ბრძოლაში "საუთჰემპტონი" ჩაერთო, რომელმაც საფეხბურთო სამყაროს გაოცება გასტონ რამირესის შეძენით უკვე მოასწრო. "წმინდანები" ალესანდროსთან წელიწადში 1 მილიონი ევროს ანაზღაურებით კონტრაქტის გასაფორმებლად მზად არიან.
აღსანიშნავია ისიც, რომ "სიდნეის" წარმომადგენლები 3 სექტემბერს იტალიაში ჩაფრინდებიან და დელ პიეროსგან საბოლოო პასუხს მოისმენენ.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით