სერია A. II ტური: "რომამ" მილანის "ინტერი" დასცა

AutoSharing Option
სერია A-ს მეორე ტურის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა "მილანის" პირველი გამარჯვება და ჯამპაოლო პაცინის ჰეთთრიკი გახლავთ; პაცომ პირველად იასპარეზა "როსონერის" ძირითად შემადგენლობაში და მატჩის გმირად იქცა. "მილანის" ახალმა ფორვარდმა ისე ითამაშა, როგორც საუკეთესო პერიოდში - ერთხელ თერთმეტმეტრიანით იხეირა, ორჯერ კი საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩნდა და "ბოლონიას" გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა.

პაცინის გოლებს შორის, ალესანდრო დიამანტიმ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და საბოლოოდ, 3:1 მილანელთა სასარგებლოდ.

მთლიანობაში, "მილანმა" გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე "სამპდორიასთან" შეხვედრაში. "როსონერის" ფეხბურთელები ზემოტივირებულნი ჩანდნენ, ბევრს მოძრაობდნენ და მთელი შეხვედრა უდავო
უპირატესობაში გალიეს.

მოკლედ, "მილანმა" სამი ქულა სრულიად დამსახურებულად მოიპოვა, რამაც გუნდის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი დიდ გულზე მოიყვანა:

"ბოლო პერიოდში მუდმივად გვაკრიტიკებდნენ და ეს გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მომხიბლა ჯამპაოლო პაცინის თამაშმა, რომელიც ოპტიმალურ ფორმაში არაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამი გოლი გაიტანა.

ამასთან, მთელი თამაში მოძრაობდა, ერთი წუთით არ გაჩერებულა და შედეგიც შესაბამისი მოიმკა.

დარწმუნებული ვარ, პაცო კიდევ უფრო გაიხსნება და მალე საუკეთესო შესაძლებლობებს გამოავლენს. აქვე მინდა უარვყო ცნობები ჩემსა და ადრიანო გალიანის შორის არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით და განვაცხადო, რომ ჩვენს შორის არავითარი უთანხმოება არაა. შესაძლოა, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გვქონდეს, მაგრამ ეგ ჩვეულებრივი ამბავია. ვფიქრობ, "ბოლონიასთან" გამარჯვება ბევრ კითხვას გასცემს პასუხს - "მილანი" სკუდეტოსთვის იბრძოლებს".

პრესასთან კომენტარი მატჩის გმირმა ჯამპაოლო პაცინიმ გააკეთა და შემდეგი განაცხადა: "ამ ჰეთთრიკს ყველა იმ ადამიანს ვუძღვნი, რომლებსაც ჩემი ბოლომდე სჯეროდათ. ბევრმა ჩამომწერა, მაგრამ ფარხმალი არ დამიყრია და საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად ბოლომდე ვიბრძოდი.

კარგად მესმის, რომ მთავარი გამოცდები წინ გველის და ამისთვისაც მზად ვარ. "მილანში" თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მსურს, ამ უდიდესი გუნდის ისტორიაში ჩემი კვალი დავტოვო. ამის გაკეთება იოლი არ იქნება, მაგრამ მე ყველაფერს ვიღონებ".

პაცინის წარმატებამ ყველა გაახარა, მათ შორის, ადრიანო გალიანი, რომელმაც მატჩის შემდეგ, ძირითადად, სწორედ ჰეთთრიკის ავტორზე ისაუბრა. "მილანის" ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ჯამპაოლო გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა გახდება და მალე ამას ყველა ერთად ვნახავთ. გალიანიმ პაცო ფილიპო ინძაგის შეადარა, რომელიც წლების განმავლობაში "მილანის" მთავარმეგოლე გახლდათ.

შაბათს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ტორინომ" "პესკარას" უმასპინძლა და მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი მიართვა.

ამ შეხვედრაზე საერთოდ არ ვაპირებდით შეჩერებას, მაგრამ სტუმრებმა იმდენად უსახურად ითამაშეს, რომ ჩვენი ყურადღება მიიქციეს...

დიახ, თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, "დელფინებმა" სერია A-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უსუსური გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს და ამაზე სტატისტიკური მონაცემები ნათლად მეტყველებს.

თავად განსაჯეთ, "პესკარას" "ტირინოს" კარის მიმართულებით ერთხელაც არ დაურტყამს და შესაბამისად, ტურინელთა კიპერი მთელი 90 წუთის განმავლობაში უსაქმოდ გახლდათ.

გარდა ამისა, სტუმრებს არც ერთი კუთხური არ მოუწოდებიათ და საერთოდაც, თითქმის ყველა გრაფაში 0 უწერიათ. მოკლედ, "პესკარამ" თავი შეირცხვინა და ნამდვილად სარეაბილიტაციოდ აქვს საქმე. სწორედ ამაზე საუბრობდა ნამატჩევს "დელფინთა" მთავარი მწვრთნელი ჯოვანი სტროპა:

"მართალია, ჯერ კიდევ პირველ ტაიმში ათი ფეხბურთელით დავრჩით, მაგრამ ასეთ მარცხს მაინც არ აქვს გამართლება. მეტოქემ ყველა კომპონენტში დაგვჯაბნა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.

ეს უკვე ჩვენი მეორე მარცხია და დროა, განგაშის ზარს შემოვკრათ - შეგირდებთან სერიოზულად დალაპარაკებას ვაპირებ, რადგან ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. "პესკარა" ელიტაში იმიტომ არ გადმოსულა, რომ ერთ წელიწადში სერია B-ში დაბრუნდეს; ასე რომ, მდგომარეობა სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ".

"იუვენტუსმა" მორიგი შეხვედრა მოიგო და ამჯერად "უდინეზე" იმსხვერპლა "სტადიო ფრიულიზე". უდინეში, წესით, ბრძოლა უნდა გაჩაღებულიყო, მაგრამ ერთმა ეპიზოდმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა - ჯერ კიდევ მეთორმეტე წუთზე "უდინეზეს" კიპერმა ბოლო იმედის ჯარიმა აიკიდა, წითელი ბარათი მიიღო და ტურინელებს თერთმეტმეტრიანის დარტყმის საშუალება მისცა; პიემონტელებმა უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად აქციეს და რა გასაკვირია, რომ დარჩენილ დროში კაცნაკლულ მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.

მეორე გოლი სტუმართაგან მირკო ვუჩინიჩმა გაიტანა, მესამე და მეოთხე კი სებასტიან ჯოვინკოს ანგარიშზეა.

უდინელთა პრესტიჟის გოლი რეალურად პრესტიჟის ვერ გამოდგა, ფრიულერებმა მიჯრით მეორე მატჩი წააგეს და თუ ამას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნას დავამატებთ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ფრანჩესკო გვიდოლინის გუნდი კრიზისშია.

იტალიურ სპორტულ პრესაში უკვე გავრცელდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ "იუვენტუსთან" მარცხის გამო გვიდოლინის პოსტის დატოვება მოუწევს; უფრო სწორად, არა მხოლოდ "იუვესთან" მარცხის გამო და ამ თემაზე კომენტარი თვითონ ფრანჩესკომ გააკეთა - მოვუსმინოთ "უდინეზეს" თავკაცს:

"სასწაულმოქმედი არ ვარ და სამწუხაროდ, დავმარცხდით გაცილებით უფრო ძლიერ მეტოქესთან. მით უმეტეს, თითქმის მთელი მატჩი ათი კაცით ვიყავით და თამაშის გადარჩენის შანსი, პრაქტიკულად, არ გვქონდა. ვაპირებ თუ არა პოსტის დატოვებას? - პირადად მე, ასეთი განზრახვა არ მაქვს და თუ კლუბის მესვეურებს აქვთ განსხვავებული მოსაზრება, ნამდვილად არ დამიმალავენ. დღეს ამაზე უფრო საინტერესოს ვერაფერს გეტყვით".

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ინტერმა" "რომას" უმასპინძლა და მარცხი იწვნია; დედაქალაქელებმა უკეთესად წარმართეს შეხვედრა და დამსახურებულად გაიმარჯვეს - ზდენეკ ზემანმა სიტყვა აასრულა და ნამატჩევს მოკლედ განაცხადა:

"მე დღეს ნამდვილად ვარ ჩემი გუნდით ამაყი". დანარჩენზე ტურის შეჯამებაში...

სერია A. II ტური
ტორინო-პესკარა 3:0
ტორინო (4-2-2-2): ჟილე - დარმიანი, გლიკი, ოგბონა, მაზიელო - გაცი, ბრიგი - სანტანა, სგრინია (64. მეჯორინი) - სტევანოვიჩი (72. ჩერჩი), ბიანკი (78. სანსონე).
პესკარა (4-3-3): პერინი - ძანონი, ტერლიცი, კაპუანო, ბოკეტი - ბარნასონი, ბლაზი, კაშონე (76. კოლუჩი) - ვეისი, ჯონატასი (46. ვუკუსიჩი), კაპრარი (75. რომანიოლი).
გოლები: 1:0 სგრინია (34), 2:0 ბრიგი (56), 3:0 ბიანკი (63).
გაძევება: ტერლიცი (28. პესკარა).
კუთხური: 5-0; ჯარიმა: 19-12; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 15(9)-0(0); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 15 000

ბოლონია-მილანი 1:3
ბოლონია (3-5-1-1): ალიარდი - კერუბინი, დე კარვალიო, ანტონსონი - მოტა, პაციენცა (81. გაბიადინი), ტაიდერი, გუარანტე, მორლეო (90. აბერო) - დიამანტი - აკვაფრესკა (61. ჯილარდინო).
მილანი (4-3-1-2): აბიატი - დე შილიო, ბონერა, აჩერბი, ანტონინი - ამბროზინი, მონტოლივო (41. დე იონგი), ნოჩერინო - ბოატენგი - ელ შაარავი (67. ბოიანი), პაცინი (90. ნიანგი).
გოლები: 0:1 პაცინი (16-პენ.), 1:1 დიამანტი (41-პემ.), 1:2 პაცინი (77), 1:3 პაცინი (85).
კუთხური: 1-8; ჯარიმა: 20-17; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 13(3)-16(6); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 22 000

უდინეზე-იუვენტუსი 1:4
უდინეზე (3-5-1-1): ბრკიჩი - ბენეტია, დანილო, დომიცი - ბასტა, პერეირა (52. მურიელი), პინცი, ლაძარი, არმერო - ფაბრინი (13. პადელი) - დი ნატალე (76. ალანი).
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბონუჩი, ბარცალი, კიელინი (72. მარონე) - ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, ასამოა - ჯოვინკო (75. კვალიარელა), ვუჩინიჩი (75. მატრი).
გოლები: 0:1 ვიდალი (14-პენ.), 0:2 ვუჩინიჩი (45), 0:3 ჯოვინკო (53), 0:4 ჯოვინკო (71), 1:4 ლაძარი (78).
გაძევება: ბრკიჩი (12. წითელი)
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 19-11; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 9(1)-18(10); ბურთის ფლობა: 32%-68%.
მაყურებელი: 18 000

კალიარი-ატალანტა 1:1
კალიარი (4-3-3): აგაცი - პიზანო, ასტორი, პერიკო (54. კოსუ), როსეტინი - დესენა, კონტი, ნაინგოლანი (80. ეკდალი) - რიბეირო (77. ნენე), იბარბო, ლარივეი.
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი (71. პოლიტო) - ბელინი, ლუკინი, მანფრედინი, პელუზო - სკეოლოტო (17. რაიმონდი), ბიონდინი, ჩიგარინი, ბონავენტურა (63. სტენდარდო) - მორალესი - დენისი.
გოლები: 0:1 დენისი (81), 1:1 ეკდალი (90).
გაძევება: პელუზო (27. ატალანტა).
კუთხური: 13-3; ჯარიმა: 17-24; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 16(6)-10(5); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 10 000

კატანია-ჯენოა 3:2
კატანია (4-4-2): ანდუხარი - ანდუხარი, ბელუში, ლეგროტალიე, მარკეზე - ალმირონი (54. კასტრო), ბიაჯანტი (68. ისკო), ლოდი, ბარიენტოსი (87. შაკა) - ბერგესიო, გომესი.
ჯენოა (4-4-2): ფრეი - სამპირიზი, გრანკვისტი, კანინი, ანტონელი (86. მორეტი) - კუჩკა, იანკოვიჩი, სეიმური (58. ხორკერა), ტოცსერი - იმობილე, ვარგასი (76. ბორიელო).
გოლები: 0:1 კუჩკა (26), 1:1 ბერგესიო (66), 2:1 ბერგესიო (68), 2:2 იანკოვიჩი (83), 3:2 ლოდი (84).
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 23-20; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 13(5)-13(6); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 18 000

ინტერი-რომა 1:3
ინტერი (4-3-1-2): კასტელაცი - ძანეტი, რანოკია, სილვესტრი, ნაგატომო - გარგანო (76. კოუტინიო), პერეირა (66. კამბიასო), გუარინი - სნეიდერი - კასანო (51. პალასიო), მილიტო.
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - პირისი, ბურდისო, კასტანი, ბალცარეტი (56. ტადეი) - ტაჩტიდისი, დე როსი (32. მარკინიო), ფლორენცი - ტოტი, დესტრო (71. ლამელა), ოსვალდო.
გოლები: 0:1 ფლორენცი (15), 1:1 კასანო (46), 1:2 ოსვალდო (68), 1:3 მარკინიო (81).
გაძევება: ოსვალდო (90).
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 13(6)-11(3); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 68 000

ლაციო-პალერმო 3:0
ლაციო (4-5-1): მარკეტი - კონკო, დიასი, ბიავა, ლულიჩი - გონსალესი, ლედესმა, ერნანესი (86. სკალონი), მაური (80. ონაზი), კანდრევა - კლოზე (89. კოზაკი).
პალერმო (3-4-2-1): უიკანი - პიზანო, ჩეტო, ფონ ბერგენი - ჯორჯი (51. რიოსი), გარსია, კურტიჩი (58. ერნანდესი), ბერტოლო, ბარეტო - ილიჩიჩი, მიკოლი (58. დუბალა).
გოლები: 1:0 კანდრევა (11), 2:0 კლოზე (40), 3:0 კლოზე (83).
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 17(6)-6(2); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 40 000

ნაპოლი-ფიორენტინა 2:1
ნაპოლი (3-5-1-1): დე სანკტისი - ბრიტოსი, კანავარო, კამპანიარო - მაჯო, ჯემაილი, ბერამი (52. ინლერი), ცუნიგა, ჰამშიკი (89. დონადელი) - ინსინიე (81. ვარგასი) - კავანი.
ფიორენტინა (3-5-2): ვივიანო - რონკალია, გონსალო, ტომოვიჩი - კუადრადო, რომულო (85. სეფეროვიჩი), ბორხა ვალერო, პისარო, პასკუალი (78. ფერნანდესი) - ელ ჰამდაუი (69. ლიაიჩი), იოვეტიჩი.
გოლები: 1:0 ჰამშიკი (55), 2:0 ჯემაილი (75), 2:1 იოვეტიჩი (87).
კუთხური: 7-9; ჯარიმა: 10-17; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 3(1)-9(3); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 45 000

პარმა-კიევო 2:0
პარმა (3-5-2): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი - გალოპა, ბიაბიანი, ვალდესი, პაროლო (72. მორონე), გობი - ბელფოდილი (82. როზი), პაბონი (58. პალადინო).
კიევო (4-3-3): სორენტინო - დაინელი, ცეზარი, ფრეი, სარდო - გუანა, ჰეტემაი, ლუსიანო (80. რიგონი) - თერეუ, პელისიერი (69. მოსკარდელი), კრუსადო (59. დი მიკელე).
გოლები: 1:0 ბელფოდილი (32), 2:0 როზი (86).
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 16-22; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 10(3)-10(4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 18 000

სამპდორია-სიენა 2:1
სამპდორია (4-3-3): რომერო - ბერარდი, გასტალდელო, როსინი, კოსტა - ობიანგი, მარესკა, პოლი (61. მუნარი) - ესტიგარიბია, ედერი (71. კრსტიჩიჩი), მაქსი ლოპესი (75. პოცი).
სიენა (3-5-2): პეგოლო - ნეტო, ფელიპე, კონტინი - დელ გროსო, მანინი (46. ვალიანი), სესტუ, ვერგასოლა, დაგოსტინო (71. ვერე) - ზე ედუარდო, კალაიო (59. როზინა).
გოლები: 1:0 მაქსი ლოპესი (45), 1:1 ვერგასოლა (62), 2:1 გასტალდელო (68).
კუთხური: 11-1; ჯარიმა: 21-13; თამაშგარე: 1-7; კარში დარტყმა: 10(5)-6(3); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 20 000

გუნდი
1. იუვენტუსი 2 2 0 0 6-1 6 2 2 0 0 6-1 6
2. ნაპოლი 2 2 0 0 5-1 6 2 2 0 0 5-1 6
3. ლაციო 2 2 0 0 4-0 6 2 2 0 0 4-0 6
4. სამპდორია 2 2 0 0 3-1 6 2 2 0 0 3-1 6
5. რომა 2 1 1 0 5-3 4 2 1 1 0 5-3 4
6. კატანია 2 1 1 0 5-5 4 2 1 1 0 5-5 4
7. ტორინო 2 1 1 0 3-0 3 2 1 1 0 3-0 3
8. ჯენოა 2 1 0 1 4-3 3 2 1 0 1 4-3 3
9. ინტერი 2 1 0 1 4-3 3 2 1 0 1 4-3 3
10. მილანი 2 1 0 1 3-2 3 2 1 0 1 3-2 3
11. ფიორენტინა 2 1 0 1 3-3 3 2 1 0 1 3-3 3
12. კიევო 2 1 0 1 2-2 3 2 1 0 1 2-2 3
13. პარმა 2 1 0 1 2-2 3 2 1 0 1 2-2 3
14. კალიარი 2 0 1 1 1-3 1 2 0 0 1 1-3 1
15. უდინეზე 2 0 0 2 2-6 0 2 0 0 2 2-6 0
16. ბოლონია 2 0 0 2 1-5 0 2 0 0 2 1-5 0
17. პალერმო 2 0 0 2 0-6 0 2 0 0 2 0-6 0
18. პესკარა 2 0 0 2 0-6 0 2 0 0 2 0-6 0
19. ატალანტა 2 0 1 1 1-2 -1 2 0 1 1 1-2 -1
20. სიენა 2 0 1 1 1-2 -5 2 0 1 1 1-2 -5

შენიშვნა: სიენა - 6 ქულა, ატალანტა - 2, სამპდორია - 1, ტორინო - 1.

ბომბარდირები
3 - პაცინი (მილანი), იოვეტიჩი (ფიორენტინა).

მომდევნო ტური
16 სექტემბერი: კიევო-ლაციო, ფიორენტინა-კატანია, ჯენოა-იუვენტუსი, მილანი-ატალანტა, ნაპოლი-პარმა, პალერმო-კალიარი, პესკარა-სამპდორია, რომა-ბოლონია, სიენა-უდინეზე, ტორინო-ინტერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული