მასიმო მორატი: "რომასთან" მარცხი კარგი გაკვეთილია

AutoSharing Option
"რომასთან" მარცხის შემდეგ იტალიელმა ჟურნალისტებმა "ინტერის" მისამართით კრიტიკა არ დაიშურეს. ყველაზე მეტი კი მილანური გრანდის მთავარ მწვრთნელ ანდრეა სტრამაჩონის მოხვდა, რომელიც ზდენეკ ზემანთან დუელში დაიჩაგრა და პირწმინდად დამარცხდა.

ამ თემაზე "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტი მასიმო მორატის გაესაუბრა:

"ჩემპიონატი ახალი დაწყებულია და მარცხისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. პირიქით, "რომასთან" თამაშისგან კარგი გაკვეთილი უნდა მივიღოთ და შეცდომები გამოვასწოროთ.

ანდრეა სტრამაჩონი ჭკვიანი სოციალისტია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ დასკვნებს გამოიტანს.

"ინტერში" ბევრი ახალგაზრდა და ბევრი ახალი მოთამაშეა, მათ შეთამაშებას კი გარკვეული დრო სჭირდება.
აშკარაა, გუნდს უდიდესი პოტენციალი აქვს და მალე ამ პოტენციალს სრულად ავამოქმედებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული