რიკარდო მონტოლივო სამ კვირას იუქმებს

AutoSharing Option
"მილანი"-"სამპდორიას" შეხვედრაში რიკარდო მონტოლივომ ტრავმა მიიღო და ლაზარეთში გადაინაცვლა.

ექიმების პირველადი დასკვნა საკმაოდ მძიმე გახლდათ და შუახაზელს მინიმუმ ორთვიან მკურნალობას უწინასწარმეტყველებდნენ.

ბუნებრივია, ეს ამბავი მტკივნეულად მიიღეს მილანელმა გულშემატკივრებმა, მასიმილიანო ალეგრიმ კი თავში ხელები წაიშინა და პრესასთან საუბარში თავის ბედს შესჩივლა.

თუმცა, როგორც მოგვიანებით გაცხადდა, არც ისე ცუდად ყოფილა საქმე, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა - მეორე და დეტალურმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ 27 წლის მონტოლივოს მსუბუქი ტრავმა ჰქონია და სულ რაღაც სამიოდე კვირაში მოედანს დაუბრუნდება. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა განაცხადა:

"ექიმები
შეცდომაში შევიდნენ და თავდაპირველად გაცილებით მძიმე დიაგნოზი დასვეს, რამაც ძალიან ცუდ ხასიათზე დამაყენა. საბედნიეროდ, რეალობა ბევრად უფრო კარგი აღმოჩნდა. წვრთნას უახლოეს დღეებში განვაახლებ, მოედანს კი დაახლოებით სამ კვირაში დავუბრუნდები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხაშურის საავადმყოფოა თუ გრანდის სამედიცონო შტაბი რას ნიშნავს დიაგნოზი არასწორად დასვეს :))) მაგათი ბრალია შარშან ნახევარი მილანის შემადგენლობა ლაზარეთში რო იყო, თავი რო ტკიოდა გატუზოს დააბრალეს დაბრმავდიო და ტიპი 6 თვე სათვალეებით დადიოდა :)))
Gaioz
14:01 06-09-2012
0

სიახლეები პოპულარული