კაპელი MilanNews.it-ისთან ინტერვიუში ანტონიო კასანოს "ინტერში" გადასვლის თემას შეეხო.
"თავდაპირველად, როცა ის "მილანში" გადავიდა, მეგონა, სხვა ადამიანს ვნახავდი.
ის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო ჩვენთვის. ქომაგები მუდმივად ნერვიულობდნენ მისი მდგომარეობის გამო და მხარს უჭერდნენ მას.
როცა მის ცხოვრებაში რთული მომენტი იყო, მას გვერდით ვედექით და საავადმყოფოში ვაკითხავდით. კასანოსგან ელემანტარული მადლობის სიტყვებს ველოდებოდით.
ანტონიომ მადლობის სიტყვები "ინტერში" გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა. მან განაცხადა, რომ ის ვიღაცას ურეკავდა, რომ ჩვენთვის
აღარაფერს ვამბობ "მილანის" ხელმძღვანელობაზე, რომელიც კასანოს მუდმივად ეხმარებოდა და მოედანზე გასვლის შანსს აძლევდა.
"ინტერში" გადასვლა მისი მხრიდან უღირსი საქციელი იყო და მან უნდა იცოდეს, რომ ტიფოზები მსგავს რაღაცეებს არ ივიწყებენ".