ბარონე: ტიფოზები ანტონიო კასანოს უღირს საქციელს არ დაივიწყებენ

AutoSharing Option
ჯანკარლო კაპელი, რომელიც უფრო მეტსახელი "ბარონეთი" არის ცნობილი, ტიფოზების რადიკალური დაჯგუფების, Brigate Rossonere-ს ლიდერია.

კაპელი MilanNews.it-ისთან ინტერვიუში ანტონიო კასანოს "ინტერში" გადასვლის თემას შეეხო.

"თავდაპირველად, როცა ის "მილანში" გადავიდა, მეგონა, სხვა ადამიანს ვნახავდი.

ის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო ჩვენთვის. ქომაგები მუდმივად ნერვიულობდნენ მისი მდგომარეო
ბის გამო და მხარს უჭერდნენ მას.

როცა მის ცხოვრებაში რთული მომენტი იყო, მას გვერდით ვედექით და საავადმყოფოში ვაკითხავდით. კასანოსგან ელემანტარული მადლობის სიტყვებს ველოდებოდით.

ანტონიომ მადლობის სიტყვები "ინტერში" გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა. მან განაცხადა, რომ ის ვიღაცას ურეკავდა, რომ ჩვენთვის
მადლობა გადმოეცა. სინამდვილე
ში კი ეს ტყუილია, ამაზე არაფერი მსმენია.

აღარაფერს ვამბობ "მილანის" ხელმძღვანელობაზე, რომელიც კასანოს მუდმივად ეხმარებოდა და მოედანზე გასვლის შანსს აძლევდა.

"ინტერში" გადასვლა მისი მხრიდან უღირსი საქციელი იყო და მან უნდა იცოდეს, რომ ტიფოზები მსგავს რაღაცეებს არ ივიწყებენ"
.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული