ჯანლუიჯი ბუფონი: იტალიის ნაკრებმა მეტოქე სათანადოდ არ შეაფასა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების გოლკიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში, ბულგარეთთან სტუმრად ნათამაშები 2:2-ის შემდეგ დაიჩივლა, რომ "სკუადრა აძურამ" მეტოქე სათანადოდ არ შეაფასა.

"რა თქმა უნდა, ჩვენი მეტოქე წაგებას არ იმსახურებდა. მატჩის ბოლო 20 წუთი ათი კაცის შემადგენლობით დე როსის ტრავმის გამო ჩავატარეთ და შეიძლებოდა, სულაც წაგვეგო.

არადა, რა დასამალია, სასტარტო მატჩში სამი ქულის აღება გვსურდა, თუმცა ფრეც არაა ურიგო შედეგი.

ბულგარეთის ნაკრები კარგად თამაშობდა, თუმცა ამის უფლება მათ თავად მივეცით.

აშკარაა, იტალიის ნაკრებმა მეტოქე სათანადოდ არ შეაფასა"
, - უთხრა ბუფონმა იტალიურ პრესას.

ასევე იხილეთ:
ინგლისმა მსოფლიოს შესარჩევი მოლდოვას დარბევით დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული