სნეიდერი, ბუფონი და დე როსი სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები არიან

AutoSharing Option
"რომას" ნახევარმცველი დანიელე დე როსი, ტურინის "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი და მილანის "ინტერის" ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები გახდნენ.

La Gazzetta dello Sport-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ამ სამი ფეხბურთელის წლიური ხელფასი 6 მილიონი ევროა.

მეოთხე ადგილი "რომას" ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ დაიკავა, რომელიც წელიწადში 5 მილიონ ევროს იღებს.

მეხუთე პოზიცია ედინსონ კავანიმ (ნაპოლი) და დიეგო მილიტომ (ინტერი) გაინაწილეს. მათი ხელფასი 4.5 მილიონ ევროს შეადგენს.

1. დანიელე დე როსი (რომა)
- 6 მილიონი ევრო
1. ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი) - 6
1. ვესლი სნეიდერი (ინტერი) - 6
4. ფრანჩესკო ტოტი (რომა) - 5
5. ედინსონ კავანი (ნაპოლი) - 4.5
5. დიეგო მილიტო (ინტერი) - 4.5
7. ესტებან კამბიასო (ინტერი) - 4
7. ფილიპ მექსესი (მილანი) - 4
7. ალეშანდრო პატო (მილანი) - 4
7. რობინიო (მილანი) - 4
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული