მასიმილიანო ალეგრი: თაობათა ცვლა ყოველთვის მტკივნეულია

AutoSharing Option
არ წყდება საუბრები "მილანის" მიერ სატრანსფერო ფანჯრის ჩაგდების შესახებ, რამაც კლუბის სავარაუდო კრიზისი უნდა გამოიწვიოს.

მოკლედ, მთელი საფეხბურთო იტალია "როსონერის" ჩავარდნის მოლოდინშია და ეს სწორედაც რომ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკამ განაპირობა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი "კორიერე დელო სპორტს" სწორედ აღნიშნულ საკითხზე ესაუბრა და დასძინა, რომ შემადგენლობის გადახალისება გარდაუვალი იყო:

"კარლო ანჩელოტის ძალიან გაუმართლა, როდესაც ფორმის პიკში მყოფ გატუზოსთან, ნესტასთან, ზეედორფსა და ინძაგისთან მოუწია მუშაობა.

მეც სიამოვნებით ვიმუშავებდი მათთან ერთად, მაგრამ სამწუხაროდ, საუკეთესო წლები მათ უკან მოიტოვეს და მათი ახალგაზრდა ფეხბურთელებით
ჩანაცვლება მოგვიწია.

თაობათა ცვლის პროცესი ხშირად მტკივნეულია, მაგრამ ამას ვერ გავექცევით, ვერც ჩვენ და ვერც ნებისმიერი სხვა გუნდი.

გარკვეულწილად, ამ პროცესს შეეწირა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც ძველი გუნდის შემადგენელი ნაწილი იყო. დიახ, ჩვენ ახალ გუნდს ვაშენებთ, რომელიც უდიდეს წარმატებებს მიაღწევს".

"მილანის" გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გგაქვს - ინაციო აბატე და კევინ პრინს ბოატენგი სრულად გამოჯანმრთელდნენ, 11 სექტემბერს კი გუნდთან ერთად ივარჯიშეს.

შეგახსენებთ, რომ განელმა დაახლოებით ერთი თვის წინ ხელზე ოპერაცია გაიკეთა, აბატეს კი საზარდულის ტრავმა ჰქონდა.

"მილანის" ოფიციალური ვებგვერდის მტკიცებით, ორივე მათგანი უკვე მომდევნო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელშიც "მილანი" "ატალანტას" უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული