გამონაკლისი არც "გაძეტა დელო სპორტში" გამოქვეყნებული მასალა ყოფილა, რომელშიც მაესტრომ საინტერესო თემებზე ილაპარაკა და უმჯობესია, რომ სიტყვა მას გადავცეთ...
იტალიური ფეხბურთი დღეს
ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად არის, როგორც ეს ბევრს ჰგონია.
თუმცა პრობლემები სახეზეა და მათი გადაჭრა რომ აუცილებელია, ეს ცხადზე ცხადია. განსაკუთრებით, ეს კლუბებზე ითქმის, რომლებიც თითქოს ფეხს ვეღარ უწყობენ წამყვან ევროპულ
ეს ფაქტია და ვითარება გამოსწორებას საჭიროებს. სად არის გამოსავალი? - ჩემი აზრით, გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია, რაც შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
მაგალითად, თუ რამდენიმე წლის წინ იტალიური გუნდები, ძირითადად, ვეტერან ფეხბურთელებზე აკეთებდნენ აქცენტს, დღეს წინა პლანზე ახალგაზრდები არიან წამოსულნი; სწორედ ახალგაზრდულ ენერგიაშია იტალიური ფეხბურთის მომავალი და ამას უკვე დიდი ხანია ვამბობ. ვნახოთ, იმედია, ეს ტენდენცია დიდხანს შენარჩუნდება.
სერია A
სერია A-ს მიმდინარე გათამაშება ძალიან საინტერესო ბატალიებს გვპირდება, რადგან გუნდებს შორის დონე დაახლოებით თანაბარია, ანუ დაბალანსებული. შესაბამისად, პროგნოზების გაკეთება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია და ამ მხრივ, საინტერესოს ვერაფერს გეტყვით.
"მილანი" ბევრმა ჩამოწერა, მაგრამ მე ასე არ ვიტყოდი - ლომბარდიელები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ძველი დიდება დაიბრუნონ და მგონია, რომ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.
მართალია, ამ ზაფხულს ბევრ ფეხბურთელს შეელიენ, მაგრამ სამაგიეროდ, ახალი გუნდის შენება დაიწყეს. ძალიან ძლიერია "იუვენტუსი", რომელსაც კონკურენციას "რომა", "ნაპოლი" და "ინტერი" გაუწევენ, რა თქმა უნდა, "მილანთან" ერთად. პირადად მე, საინტერესო ბრძოლების მოლოდინში ვარ.
იტალიური კლუბები ევროარენაზე
ამ შემთხვევაშიც პროგნოზების კეთება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია და ამიტომ საინტერესოს ვერაფერს გეტყვით. იმედი მაქვს, რომ ბოლო წლების ტრადიციას დავარღვევთ და ორივე ფრონტზე წარმატებით გამოვალთ.
ჩემი პირადი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ევროპის ლიგის გათამაშებაა, სადაც მუდმივად წარუმატებლად ვასპარეზობთ.
სწორედ ამ ტურნირში კრეფენ ქვეყნები ქულებს და ეს კარგად უნდა გავითავისოთ. საერთოდ, დროა, რომ ევროტურნირებს უფრო დიდი მნიშვნელობა მივანიჭოთ, ვიდრე შიდა პირველობას, რადგან ამით მთლიანად იტალიური ფეხბურთის იმიჯს გადავარჩენთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"