ადრიანო გალიანი: "რეალი" და "ბარსელონა" თითქოს სხვა პლანეტიდან არიან

AutoSharing Option
არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ სატრანსფერო ბაზარზე პასიურობის გამო "მილანს" მიმდინარე სეზონი ჩაუვარდება და კვლავაც უტიტულოდ დარჩება.

ამ თემით აქტიურად სპეკულირებენ როგორც ჟურნალისტები და ექსპერტები, ისე "როსონერის" კონკურენტი გუნდების გულშემატკივრები.

ლომბარდიული გრანდის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი კი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი "მილანი" კლასით მხოლოდ ორ გუნდს ჩამოუვარდება: მადრიდის "რეალს" და "ბარსელონას":

"მართალია, წამყვანი ფეხბურთელები დავკარგეთ, მაგრამ ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს და ასეთ დროს ვარსკვლავებთან განშორება ჩვეულებრივი ამბავია.

მიუხედავად ყველაფრისა, იტალიურ გუნდებთან ჭიდილი თავისუფლად შეგვ
იძლია და დარწმუნებული
ვარ, რომ სკუდეტოსთვის ვიბრძოლებთ.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, იქ მხოლოდ ორი გუნდია, რომლებთანაც ტოლ-სწორად თამაში გაგვიჭირდება: "ბარსელონა" და "რეალი".

ესპანური გრანდები თითქოს სხვა პლანეტიდან არიან და დღეს მათთვის კონკურენციის გაწევა ურთულესი საქმეა. თუმცა ფეხბურთში ყველაფერი იცვლება და მოვა დრო, როდესაც იგივეს ჩვენზე იტყვიან".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული