სერია A. III ტური: ტურინის "იუვენტუსი", სრული სვლით...

AutoSharing Option
"მილანს" საკუთარი სტადიონის სინდრომი დაემართა - "სან სიროზე" მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მიჯრით მეორე შეხვედრა წააგო და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ლომბარდიულ გრანდში ყველაფერი რიგზე ვერაა.

მართალია, "შავ-წითლები" სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და ბურთსაც უკეთესად აკონტროლებდნენ, მაგრამ ვერც იმას დავიჩემებთ, რომ "ატალანტამ" ფავორიტად შერაცხული მეტოქე მხოლოდ კარგად ორგანიზებული დაცვით და ერთი ხეირიანი კონტრშეტევით დაამარცხა.

ბერგამოელები აქტიურად გადადიოდნენ მეტოქის ნახევარზე, მომენტებიც შექმნეს და ის ერთი გოლიც ნამდვილად მოამწიფეს.

შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდა ფორვარდმა სტეფან ელ შაარავიმ დანანებით აღნიშნა, რომ ბურთი, უბრალოდ, არ შევარდა ბერგამოელთა
კარის ჩარჩოში.

მოკლედ, "მილანს" საკადრო პრობლემები აქვს და ეს ისეთივე ნათელია, როგორიც "იუვენტუსის" მომავალი, თუ მისმა მთავარმა კონკურენტმა ასე გააგრძელა.

ნამატჩევს მასიმილიანო ალეგრიმ თავის და გულშემატკივრების დამშვიდება სცადა:

"არასასიამოვნო მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ ვითარება არც ისეთი კატასტროფულია, როგორც ეს ბევრს ჰგონია. გასულ სეზონში, პირველი სამი ტურის შემდეგ, ერთი ქულით ნაკლები გვქონდა, ვიდრე დღეს გვაქვს და გამომდინარე აქედან, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ.

ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც ადაპტაციისთვის გარკვეული დრო სჭირდებათ. გასულ სეზონში შედარებით სუსტ გუნდებთან სტაბილურად მაღალ დონეზე ვთამაშობდით, მაგრამ ძლიერებთან არ გვიმართლებდა - შესაძლოა, წელს ყველაფერი პირიქით იყოს. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას".


"იუვენტუსმა" მდევრის როლშიც კი "მოგვანატრა თავი" და როდესაც "ჯენოასთან" მინიმალური ანგარიშით მარცხდებოდა, ერთი ხანობა 40-მატჩიანი წაუგებელი სერიის დასრულებაზეც კი ვიფიქრეთ, მაგრამ არც მთლად მასე ყოფილა საქმე - მეორე ტაიმში ჯერ ჯაკერინიმ, შემდეგ კი ვუჩინიჩმა და ასამოამ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენეს; "ბიანკონერიმ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა და კვლავაც პირველ ადგილზეა სატურნირო ცხრილში.

უცნაური მატჩი შედგა მარადიულ ქალაქში, სადაც "რომამ" "ბოლონიას" უმასპინძლა. პირველი ტაიმი ზდენეკ ზემანის შეგირდებმა ორი უპასუხო ბურთის სხვაობით მოიგეს; აი, მეორეში კი სტუმრები ათამაშდნენ და რომაელებს სამი გოლი შეუგდეს, რომელთაგან ორი ალბერტო ჯილარდინოს ანგარიშზეა.

დიახ, "ბოლონიამ" "ჯალოროსი" მისსავე მოედანზე, ნამდვილ საფეხბურთო თრილერში დაამარცხა და პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. რაც შეეხება "რომას", კარგად გამოჩნდა, რომ გუნდი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია და პრობლემები თავზე საყრელად აქვს. სამაგიეროდ, მოიგო "ლაციომ", ისევე, როგორც "ნაპოლიმ" - ორივემ ცხრა-ცხრა ქულას მოუყარეს თავი და "იუვესთან" ერთად ცხრილს სათავეში უდგანან.

ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ "კალიარისთან" საშინაო ფრის შემდეგ "პალერმოს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჯუზეპე სანინიო გაათავისუფლეს - მის ნაცვლად გუნდს ჯამპიერო გასპერინი ჩაუდგა სათავეში.

სერია A. III ტური
პალერმო-კალიარი 1:1
პალერმო (4-4-2): უიკანი - მორგანელა, მანტოვანი, ფონ ბერგენი (75. მუნიოსი), გარსია - რიოსი, დონატი (89. ე. პიზანო), ბერტოლო, ილიჩიჩი (53. კურტიჩი) - ერნანდესი, მიკოლი.
კალიარი (4-3-3): აგაცი - ფ. პიზანო, არიაუდო, პერიკო, როსეტინი - ეკდალი (78. ნენე), კონტი, ნაინგოლანი - რიბეირო (63. საუ), პინილია, კოსუ (35. იბარბო).
გოლები: 1:0 რიოსი (40), 1:1 საუ (88).
კუთხური: 0-1; ჯარიმა: 26-15; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 7(3)-9(4); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 12 000

მილანი-ატალანტა 0:1
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ბონერა, აჩერბი, ანტონინი - ამბროზინი (55. ნოჩერინო), დე იონგი, ემანუელსონი (80. კონსტანტი) - ბოატენგი - ელ შაარავი (70. ბოიანი), პაცინი.
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - ბელინი, ლუკინი, მანფრედინი, ბრივიო (72. ფერი) - რაიმონდი, ბიონდინი, ჩიგარინი (80. კაცოლა), მორალესი - ბონავენტურა (77. დე ლუკა) - დენისი.
გოლი: 0:1 ჩიგარინი (64).
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 19-12; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 12(7)-9(4); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 35 000

კიევო-ლაციო 1:3
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - დაინელი, ცეზარი, იოკიჩი, სარდო - რიგონი, ჰეტემაი, ლუსიანო - თერეუ (80. სტოიანი) - პელისიერი, დი მიკელე (59. მოსკარდელი).
ლაციო (4-5-1): მარკეტი - კონკო (46. სკალონი), დიასი, ბიავა, კავანდა - გონსალესი (65. ცანა), ლედესმა, ერნანესი, მაური, კანდრევა (78. ედერსონი) - კლოზე.
გოლები: 0:1 ერნანესი (5), 0:2 კლოოზე (38), 0:3 ერნანესი (74), 1:3 პელისიერი (83-პენ.).
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 19-10; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 10(2)-9(6); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 12 000

რომა-ბოლონია 2:3
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - პირისი (75. მარკინიოსი), ბურდისო, კასტანი, ბალცარეტი - ტაჩტიდისი, პიანიჩი (69. მარკინიო), ფლორენცი - ტოტი, დესტრო, ლამელა (75. ლოპესი).
ბოლონია (3-5-1-1): ალიარდი - კერუბინი, მოტა (76. გარიჩი), ანტონსონი - პერესი, კონე, ტაიდერი, გუარანტე (46. პულცეტი), მორლეო - დიამანტი - ჯილარდინო.
გოლები: 1:0 ფლორენცი (7), 2:0 ლამელა (16), 2:1 ჯილარდინო (72), 2:2 დიამანტი (73), 2:3 ჯილარდინო (90).
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 23-17; თამაშგარე: 4-7; კარში დარტყმა: 12(7)-13(6); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 50 000

ფიორენტინა-კატანია 2:0
ფიორენტინა (3-5-2): ვივიანო - რონკალია, გონსალო, ტომოვიჩი - კუადრადო (73. ფერნანდესი), მილიაჩო, ბორხა ვალერო, პისარო, პასკუალი (83. კასანი) - ლიაიჩი (63. ტონი), იოვეტიჩი.
კატანია (4-4-2): ანდუხარი - ალვარესი, სპოლი, ლეგროტალიე, მარკეზე - ალმირონი (46. კასტრო), ბიაჯანტი (82. ისკო), ლოდი, ბარიენტოსი - ბერგესიო, გომესი (89. დუქარა).
გოლები: 1:0 იოვეტიჩი (43), 2:0 ტონი (65).
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 14(7)-6(4); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 30 000

ჯენოა-იუვენტუსი 1:3
ჯენოა (4-4-2): ფრეი - სამპირიზი (79. ფერონეტი), ბოვო (67. გრანკვისტი), კანინი, ანტონელი (82. მელაცი) - კუჩკა, იანკოვიჩი, სეიმური, ბერტოლაჩი - იმობილე, ბორიელო.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბონუჩი, ბარცალი, კიელინი - კასერესი (76. ლიხტშტაინერი), ჯაკერინი, პირლო, მარკიზიო, დე ჩელიე (54. ასამოა) - ჯოვინკო, მატრი (54. ვუჩინიჩი).
გოლები: 1:0 იმობილე (18), 1:1 ჯაკერინი (60), 1:2 ვუჩინიჩი (78-პენ.), 1:3 ასამოა (84).
კუთხური: 1-9; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 9(4)-16(5); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 35 000

ნაპოლი-პარმა 3:1
ნაპოლი (3-5-1-1): დე სანკტისი - არონიკა (46. გამბერინი), კანავარო, კამპანიარო - მაჯო, ჯემაილი, ინლერი (66. ბერამი), ცუნიგა, ჰამშიკი - პანდევი - კავანი (76. ინსინიე).
პარმა (3-5-2): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი - გალოპა, როზი (80. პალადინო), ვალდესი, პაროლო (68. ასკუა), გობი - ბელფოდილი, ნინისი (58. პაბონი).
გოლები: 1:0 კავანი (2-პენ.), 2:0 პანდევი (39), 2:1 პაროლო (44), 3:1 ინსინიე (77).
კუთხური: 1-6; ჯარიმა: 19-17; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 11(6)-19(5); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 40 000

პესკარა-სამპდორია 2:3
პესკარა (4-3-3): პერინი - ძანონი (60. კაპრარი), კოსიჩი, კაპუანო, მოდესტო - ბალცანო, კოლუჩი, კაშონე - კუინტერო, ვეისი (71. სელიკი), ვუკუსიჩი (81. აბრუსკატო).
სამპდორია (4-3-3): ბერინი - ბერარდი, გასტალდელო, როსინი, კოსტა (67. კასტელინი) - ობიანგი, მარესკა, პოლი (23. სორიანო) - ესტიგარიბია, ედერი (52. კრსტიჩიჩი), მაქსი ლოპესი.
გოლები: 0:1 მაქსი ლოპესი (31), 0:2 ესტიგარიბია (60), 1:2 სელიკი (75), 1:3 მაქსი ლოპესი (76), 2:3 კაპრარი (90).
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 2-7; კარში დარტყმა: 13(6)-9(5); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 15 000

სიენა-უდინეზე 2:2
სიენა (3-5-2): პეგოლო - ნეტო, პაჩი, დელ გროსო - ანჯელო, ვერგასოლა, რუბინი (59. სესტუ), როდრიგესი, დაგოსტინო (77. ზე ედუარდო) - როზინა (90. პაოლუჩი), კალაიო.
უდინეზე (3-5-1-1): პადელი - ბენეტია, დანილო, დომიცი - ბასტა, ალანი, პინცი, ლაძარი, პასკუალე - ბარეტო (52. ფაბრინი) - დი ნატალე (90. რანიჯი).
გოლები: 0:1 ბასტა (3), 0:2 დი ნატალე (6), 1:2 კალაიო (70), 2:2 ზე ედუარდო (78-პენ.).
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 10(6)-7(4); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 11 000

ტორინო-ინტერი 0:2
ტორინო (4-2-2-2): ჟილე - დარმიანი, გლიკი, ოგბონა, მაზიელო - გაცი, ბრიგი - სანტანა, სგრინია (58. მეჯორინი) - სტევანოვიჩი (76. ჩერჩი), ბიანკი (76. სანსონე).
ინტერი (4-4-1-1): ჰანდანოვიჩი - ჯონატანი (46. ალვარესი), რანოკია, ჟულიო იესუსი, ნაგატომო - ძანეტი, პერეირა, გუარინი (81. გარგანო), კამბიასო - სნეიდერი (66. კასანო) - მილიტო.
გოლები: 0:1 მილიტო (13), 0:2 კასანო (83).
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 7-12; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 8(3)-7(3); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 25 000

სატურნირო მდგომარეობა
გუნდი
1. იუვენტუსი 3 3 0 0 9-2 9
2. ნაპოლი 3 3 0 0 8-2 9
3. ლაციო 3 3 0 0 7-1 9
4. სამპდორია 3 3 0 0 6-3 8
5. ინტერი 3 2 0 1 6-3 6
6. ფიორენტინა 3 2 0 1 5-3 6
7. რომა 3 1 1 1 7-6 4
8. კატანია 3 1 1 1 5-7 4
9. ტორინო 3 1 1 1 3-2 3
10. მილანი 3 1 0 2 3-3 3
11. ჯენოა 3 1 0 2 5-6 3
12. კიევო 3 1 0 2 3-5 3
13. პარმა 3 1 0 2 3-5 3
14. ბოლონია 3 1 0 2 4-7 3
15. ატალანტა 3 1 1 1 2-2 2
16. კალიარი 3 0 2 1 2-4 2
17. უდინეზე 3 0 1 2 4-8 1
18. პალერმო 3 0 1 2 1-7 1
19. პესკარა 3 0 0 3 2-9 0
20. სიენა 3 0 2 1 3-4 -4

შენიშვნა: სიენა - 6 ქულა, ატალანტა - 2, სამპდორია - 1, ტორინო - 1.

ბომბარდირები

4 - იოვეტიჩი (ფიორენტინა); 3 - პაცინი (მილანი), კლოზე (ლაციო), ერნანდესი (ლაციო), მაქსი ლოპესი (სამპდორია).

მომდევნო ტური
23 სექტემბერი: ატალანტა-პალერმო, ბოლონია-პესკარა, კალიარი-რომა, კატანია-ნაპოლი, ინტერი-სიენა, იუვენტუსი-კიევო, ლაციო-ჯენოა, პარმა-ფიორენტინა, სამპდორია-ტორინო, უდინეზე-მილანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული