ვესლი სნეიდერი: ანდრეა სტრამაჩონისთან კონფლიქტი არ მაქვს

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი არ მიიჩნევს, რომ "ტორინოსთან" შეხვედრაში მისი შეცვლა მთავარ მწვრთნელთან, ანდრეა სტრამაჩონისთან რაიმე პრობლემის არსებობითაა გამოწვეული.

"მთავარია, რომ გავიმარჯვეთ. რა თქმა უნდა, ცოტათი გავბრაზდი, რომ ანდრეა სტრამაჩონიმ ჩემი თამაშიდან მოხსნა გადაწყვიტა, რადგან მე თამაში და გამარჯვებები მსურს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მასთან უთანხმოება მაქვს.

წინ კიდევ ბევრი თამაში გველის და მე, ასე თუ ისე, ვითამაშებ", - დაწერა სნეიდერმა საკუთარ "თვითერში".

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული