მაურიციო ძამპარინიმ "პალერმოში" მთავარი მწვრთნელი 25-ედ შეცვალა

AutoSharing Option
ჯუზეპე სანინო 25-ე სპეციალისტია, რომელიც მაურიციო ძამპარინიმ "პალერმოდან" გაუშვა. იტალიური მასმედიის გამოთვლით, ექსცენტრიული პრეზიდენტი სეზონში საშუალოდ ორ მწვრთნელს ათავისუფლებს.

ბოლო წლის განმავლობაში მან უკვე ხუთი სპეციალისტის გაგდება მოასწრო.

სანინოს ადგილას, რომლის ხელმძღვანელობითაც სიცილიელებმა სამ თამაშში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვეს, ჯან პიერო გასპერინია მიწვეული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული