ადრიანო გალიანი: იბრაჰიმოვიჩისთვის 12 მილიონი ევროს და ტიაგო სილვასთვის 6 მილიონი ევროს გადახდა არ შეგვეძლო

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ტიაგო სილვას გუნდიდან გაშვების მიზეზებზე ისაუბრა.

"უნდა ავხსნათ, რატომ გავყიდეთ იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო სილვა.

"მილანმა" ეს გადაწყვეტილება ხარჯების შემცირების ხელშეკრულების ფონზე მიიღო. იძულებულები ვიყავით, ზოგიერთ მაღალანაზღაურებად მოთამაშეზე უარი გვეთქვა. ამ ორი-სამი კონტრაქტის შეწყვეტის გარეშე, რომელიც კლუბის ბიუჯეტისთვის დამანგრეველი იყო, ბალანსის დაცვა შეუძლებელი ხდებოდა.

სადავო არაა, რომ ეს მძიმე გადაწყვეტილება იყო, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა. ასე რომ, გასავალი მნიშვნელოვნად შევამცირეთ: 80 მილიონი ევროდან 5 მილიონამდე.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ჩვენი სახელფასო ფონდი 150
მილიონ ევროს შეადგენდა, ახლა კი დაახლოებით 100 მილიონს შეადგენს.

ეს ნიშნავს, რომ მომავალ ზაფხულს მსხვერპლის გაღება და წამყვანი მოთამაშეების გაყიდვა არ დაგვჭირდება.

რა თქმა უნდა, "მილანს" იბრაჰიმოვიჩისთვის წელიწადში 12 მილიონი ევროს, ტიაგო სილვასთვის კი 6 მილიონი ევროს გადახდა რომ შეძლებოდა, მათ არასოდეს გავყიდიდით. მაგრამ ეს ასე არაა. ხარჯების შემცირების გარეშე ჩვენ, უბრალოდ, ფინანსური Fair Play-ის წესების დაცვა არ შეგვიძლია", - განაცხადა გალიანიმ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წამყვანი მოთამაშე ვინ იქნება მიმდინარე სეზონში მილანის საინტერესოა რომლის შესაძენად მოიკლავენ თავს მდიდარი არაბები :)
Gaioz
12:41 19-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული