გორან პანდევი: ვალტერ მაძარისა და ჟოზე მოურინიოს ერთნაირი მეთოდები აქვთ

AutoSharing Option
"ნაპოლის" მაკედონიელი თავდამსხმელი გორან პანდევი თავისი სათამაშო ფორმით აღფრთოვანებულია.

"თავს ისე კარგად ვგრძნობ, როგორც არასდროს. ასეთი ძლიერი არასდროს ვყოფილვარ.

პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მიყვარს. "ნაპოლი" ჩემთვის შესაფერისი კლუბია და აქ დროულად მოვედი.

ამბიციური კლუბი მჭირდება. აქ გულშემატკივრები მაგრძნობინებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ვარ. ეს შეგრძნება რომ არა, თავს მოწყენილად ვიგრძნობდი.

ვალტერ მაძარი და ჟოზე მოურინიო შესანიშნავი მოტივატორები არიან. მათ ერთნაირი ხასია
თი და გუნდის მართვის მეთოდები აქვთ", - განაცხადა პანდევმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული