თუ “გაძეტა დელო სპორტს” დავუჯერებთ, არა მარტო გულშემატკივართა - “ანდერლეხტთან” საშინაო ფრის შემდეგ თვით კლუბის პრეზიდენტი, სილვიო ბერლუსკონი იყო გაგიჟებული და მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლებასაც
"გაძეტა" ამაოდ ცდილობდა მასიმილიანო ალეგრისთან დაკავშირებას. სამაგიეროდ, ადრიანო გალიანის ჩამოართვა კომენტარი: “სიმართლე გითხრათ, “ანდერლეხტთან” თამაშით ძალიან უკმაყოფილო დავრჩი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთავარი მწვრთნელის გათავისუფლების საკითხი დგას დღის წესრიგში. ალეგრის აუცილებლად დაველაპარაკები, გავარკვევ, რა ხდება გუნდში და რატომ ვთამაშობთ ასე უფერულად. ვფიქრობ, მასიმილიანო გამოსავალს იპოვის და ყველაფერი დალაგდება”.
მართალია, ბოლო წინადადებით გალიანიმ მწვრთნელის მიმართ თითქოს ნდობა გამოხატა, მაგრამ მეორე მხრივ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა უკმაყოფილება საჯაროდ გამოთქვა და ვითარებაში გარკვევის სურვილი გაუჩნდა. ვნახოთ, “უდინეზე”-“მილანის” პაექრობა კარსაა მომდგარი და საინტერესოა, როგორ განვითარდება პროცესები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"