გენუის ”სამპდორიას” ფორვარდი დაუშავდა

AutoSharing Option
“სამპდორიას” გულშემატკივრებისთვის არასასიამოვნო ცნობა გვაქვს - “პესკარასთან” შეხვედრაში ანდრეა პოლიმ ტრავმა მიიღო და მინიმუმ ერთ თვეს დაისვენებს.

22 წლის ფორვარდი გენუური გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და მის გარეშე "სამპას” შეტევითი პოტენციალი მნიშვნელოვნად დასუსტდება - სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯანლუკა ატცორიმ:

“ანდრეას ჯვარედინი მყესი აქვს დაზიანებული და მინიმუმ ერთი თვე დაისვენებს. ეს ძალიან ცუდი ამბავია, რადგან მის გარეშე შეტევითი პოტენციალი მკვეთრად შესუსტდება. ამიტომ ნახევარმცველებმა უნდა შეუტიონ უფრო აქტიურად, რომ ეს ვაკუუმი ამოვავსოთ. სამწუხაროდ, გრძელი სათადარიგო სკამი არ გვაქვს,
რომ ასეთი პრობლემები მარტივად მოვაგვაროთ”.

გენუელთა მთავარმა მწვრთნელმა სეზონის წარმატებულ სტარტზეც გააკეთა კომენტარი: “დასკვნების გამოტანა ჯერ ძალიან ადრეა, რადგან სეზონის სტარტიდან მხოლოდ ოთხი ტურია გასული. საჭიროა, რომ დეკემბრის ბოლომდე სატაბილურობა შევინარჩუნოთ, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კი გუნდი გავაძლიეროთ და მეორე ეტაპიდან ახალი ენერგიით გავაგრძელოთ - მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას”.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული