ეგ კი არა, ხანდახან სრულიად უსაფუძვლოდ ხსნის მწვრთნელებს და მათ ნაცვლად ახალი სპეციალისტი მიჰყავს.
მაგალითად, ასე იყო სტეფანო პიოლის შემთხვევაში, რომელიც ისე მოხსნა პოსტიდან, რომ მისი თავკაცობით "პალერმოს" ერთი მატჩიც არ ჰქონდა ჩატარებული.
"პრეზიდენტის" ბოლო მსხვერპლი ჯუზეპე სანინიო გახლავთ, რომელმაც მხოლოდ სამ თამაშზე უთავკაცა გუნდს და უმუშევარიც დარჩა. მის ნაცვლად "პალერმო" ჯამპიერო გასპერინიმ ჩაიბარა და გასაგებ მიზეზთა გამო, კონტრაქტში ისეთი პუნქტის ჩამატება მოითხოვა,
აღსანიშნავია, რომ ძამპარინი ასეთი პუნქტის ჩამატებას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ გასპერინის შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვა.
ამასობაში "კორიერე დელო სპორტმა" "პალერმოს" პრეზიდენტის მიერ გათავისუფლებული მწვრთნელების რეიტინგი შეადგინა და ისინი ორ ნაწილად გაყო: იღბლიანი და უიღბლო მწვრთნელები - ბოლოს სწორედ ამ რეიტინგს გავეცნოთ...
იღბლიანი მწვრთნელები
ფრანჩესკო გვიდოლინი (112 მატჩი პალერმოს მთავარი მწვრთნელის რანგში), ალბერტო ძაკერონი (95), ვალტერ ნოველინო (72), დელიო როსი (59), პიეტრო მაროზო (44), ჩეზარე პრანდელი (43).
უიღბლო მწვრთნელები
ეძიო გლირენი (3), რენცო გობო (3), ჯუზეპე მატერაცი (3), ჯუზეპე სანინიო (3), სერჯო ბუზო (1), სტეფანო პიოლი (0).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"