არიგო საკი: "მილანმა" მასიმილიანო ალეგრი უნდა შეინარჩუნოს

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილი მწვრთნელი არიგო საკი მიიჩნევს, რომ კლუბმა ამჟამინდელ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის მხარი უნდა დაუჭიროს.

"რადგან ზაფხულში მასიმილიანო ალეგრის თანამდებობაზე დატოვება გადაწყვიტეს, ახლა მას მხარი უნდა დაუჭირონ. მწვრთნელი ჯადოქარი არ არის. იმისთვის, რომ გუნდმა კარგი თამაში აჩვენოს და შედეგი ჰქონდეს, მის განკარგულებაში შესაბამისი მოთამაშეები უნდა იყვნენ.

მაგრამ ახლა ბევრ კლუბში ისეთი მდგომარეობაა, რომ მწვრთნელებს იმ ფეხბურთელებს აჩეჩებენ, რომლებიც მათ ტაქტიკაში არ ჯდებიან. თავისთავად, იბრაჰიმოვიჩის და ტიაგო სილვას წასვლის შემდეგ "მილანი" მნიშვნელოვნად დასუსტდა”, - განაცხადა არგო საკიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული