"რადგან ზაფხულში მასიმილიანო ალეგრის თანამდებობაზე დატოვება გადაწყვიტეს, ახლა მას მხარი უნდა დაუჭირონ. მწვრთნელი ჯადოქარი არ არის. იმისთვის, რომ გუნდმა კარგი თამაში აჩვენოს და შედეგი ჰქონდეს, მის განკარგულებაში შესაბამისი მოთამაშეები უნდა იყვნენ.
მაგრამ ახლა ბევრ კლუბში ისეთი მდგომარეობაა, რომ მწვრთნელებს იმ ფეხბურთელებს აჩეჩებენ, რომლებიც მათ ტაქტიკაში არ ჯდებიან. თავისთავად, იბრაჰიმოვიჩის და ტიაგო სილვას წასვლის შემდეგ "მილანი" მნიშვნელოვნად დასუსტდა”, - განაცხადა არგო საკიმ.