ჯენარო გატუზო შესაძლოა "მილანის" მწვრთნელად დაინიშნოს

AutoSharing Option
"მილანის" პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი კლუბის ყოფილი ფეხბურთელის, ჯენარო გატუზოს გუნდის მწვრთნელად დანიშვნის ვარიანტს განიხილავს.

"მილანის" თავკაცი მასიმილიანო ალეგრი შესაძლოა "უდინეზესთან" მატჩის დასრულებისთანავე გაათავისუფლონ.

თუ ალეგრის გაათავისუფლებენ, გატუზო მაურო ტასოტისთან ერთად იმუშავებს, რომელიც ამჟამად ალეგრის თანაშემწეა.

თუმცა თავად ფეხბურთელი ამ ხმებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ "სიონთან" კონტრაქტის ბოლომდე მიყვანა სურს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული