უეფა რომის "ლაციოს" და რასიზმის წინააღმდეგ

AutoSharing Option
რა თქმა უნდა, თავშია რასიზმი - უეფა "ლაციოს" იმიტომ ემუქრება, რომ მისმა ტიფოზებმა ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ თავს უფლება მისცეს რასისტული ფრაზებით შეერაცხყოთ მეტოქე გუნდების ფეხბურთელები.

მატჩი 0:0 დასრულდა, ხოლო შესაბამისი პატაკით უეფას შეხვედრის დელეგატმა ადონის პროკოპიუმ მიმართა. განსაკუთრებით ტოტენჰემელები, არონ ლენონი, ენდროს თაუნსენდი და ჯერმეინ დეფო დაზარალდნენ.

"უეფამ გახსნა სადისციპლინო საქმე "ლაციოს" წინააღმდეგ. რომაული კლუბის გულშემატკივრების რასისტული გამონათქვამების გამო", - ნათქვამია უეფას ოფიციალურ წერილში.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ლონდონელთა პორტუგალიელმა თავკაცმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა თქვა:

"უეფა ძალიან აქტიურია
ასეთ სიტუაციებში და მართებულათაც - ჩვენი მიზანი უნდა იყოს რასიზმის განდევნა ფეხბურთიდან. თუმცა თავად ვერავის ვერაფერში დავადანაშაულებ, რადგან ეს გამონათქვამები არ გამიგია იმდენად ვიყავი მატჩში ჩაფლული".


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული