ფაბიო კვალიარელა: ეს ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი კვირაა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა ფაბიო კვალიარელამ მიმდინარე კვირაში თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა. მან ჯერ ჩემპიონთა ლიგის მატჩში ლონდონის "ჩელსისთან" გაათანაბრა ანგარიში, 22 სექტემბერს კი "კიევოსთან" შეხვედრაში შესრულებული დუბლით "იუვენტუსს" გამარჯვება მოუტანა.

"ეს ჩემს ცხოვრებაში ერთერთი საუკეთესო კვირაა.

მინდოდა დამემტკიცებინა, რომ სათამაშოდ მზად ვიყავი და ეს გამომივიდა კიდეც.

ბუნებრივია, გულშემატკივართა ოვაციების მოსმენა ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც შევცლის დროს მოედნიდან გავდიოდი და მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ეს ნიშნავს, რომ ჩემი მოვალეობები შევასრულე", - განაცხადა კვალიარელამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული