იტალია. სერია A. IV ტური: მილანური გრანდები "ზებრებმა" გადაჯეგეს

AutoSharing Option
პირლოს გარეშეც
შუა კვირაში "ჩელსისთან" ნაომარმა "იუვენტუსმა" საკუთარ მოედანზე "კიევო" მიიღო და მეტოქეს ორი უპასუხო ბურთი გაუტანა.

ბუნებრივია, სრულ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ტურინელები ფლობდნენ, რაც სტატისტიკურ მონაცემებშიც შესაბამისად აისახა. თუმცა, ვერ დავიჩემებთ, რომ მასპინძელთა იერიშები ერთიმეორეზე ეფექტური და მწვავე გახლდათ, რაც ალბათ შემადგენლობის როტაციით იყო განპირობებული.

დიახ, "იუვეს" სამწვრთნელო შტაბმა ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელს მისცა დასვენების საშუალება - მაგალითად, ანდრეა პირლოს, ანდრეა ბარცალის, არტურო ვიდალს და ა.შ. თუმცა ეს უკანასკნელი მეორე ტაიმში გამოჩნდა მინდორზე და ამით ყველანაირი ეჭვი გაფანტა
ლონდონში მის მიერ მიღებული სერიოზული ტრავმის შესახებ.

თუ უფრო დავკონკრეტდებით, ტურინელთა იერიშების ნაკლებეფექტურობა ორ რამეს თანაბარი წარმატებით შეგვიძლია დავაბრალოთ - ერთი გადაღლილობა გახლავთ და მეორე - პირლოს არყოფნა. პრინციპში, ეს ორი რამე ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.

დამაინც, ტურინელებმა ორჯერ გაუტანეს მეტოქეს და ორივეჯერ თავი ფაბიო კვალიარელამ გამოიჩინა. ეს ის კვალიარელაა, ლონდონში რომ მეორე ტაიმში გავიდა მინდორზე და "ჩელსის" გამათანაბრებელი გოლი გაუტანა.

ფაბიო "კიევოს" წინააღმდეგ შეუდარებელი იყო და გოლებიც ულამაზესი გაიტანა - ჯერ ვარდნაში გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარის ჩარჩოში, შემდეგ კი ერთი მეურვე ეფექტურად ჩამოუტოვა და ბურთი მეკარისაგან დაბალ კუთხეში შეაგორა.

მოკლედ, კვალიარელა მატჩის გმირი გახდა და თუ ასე გააგრძელა, ძირითად შემადგენლობაში აუცილებლად დაიმკვიდრებს ადგილს.

ნამატჩევს "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა მასიმო კარერამ შეგირდები შეაქო, განსაკუთრებით კი არა დუბლის ავტორი, არამედ ახალგაზრდა ნახევარმცველი, პაულ პოგბა გამოარჩია - მისი თქმით, 19 წლის ფეხბურთელს დიდი მომავალი აქვს და კიდევ ბევრჯერ მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება.

ბედნიერი იყო კვალიარელა და ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა: "საოცარი საღამო იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებმაც დიდი სითბო მაგრძნობინეს და ენთუზიაზმი გამიათმაგეს.

ლონდონშიც შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ და იქიდანაც ემოციებით სავსენი
წამოვედი - მოკლედ, ბოლო კვირა ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩემს კარიერაში და იმედია, ასევე გაგრძელდება".

არგენტინელი იტალიის ნაკრებში?
ემილიაში "პარმამ" "ფიორენტინა" მიიღო და ქულა მატჩის უკანასკნელ წუთზე გადაარჩინა. მასპინძლებმა გოლი თერთმეტმეტრიანით გაიტანეს. იქამდე კი ფლორენციელთაგან ფაკუნდო რონკალიამ გამოიჩინა თავი.

ეს უკანასკნელი არგენტინელი გახლავთ, თუმცა იტალიური ფესვები აქვს და როგორც ნამატჩევს განაცხადა, სწორედ "სკუადრა აძურაში" სურს თამაში.

ფაკუნდოს თქმით, მას ჩეზარე პრანდელი აკვირდება და უბედნიერესი იქნება, თუ ერთ მშვენიერ დღეს სანაკრებო მიწვევას მიიღებს.

იქვე დაამატა, ჩემი წინაპრები ნეაპოლიდან იყვნენ და ჩემი ოცნება ყოველთვის "სკუადრა აძურაში" თამაში იყოო.

რომა სტადიონზე არ შეუშვეს!
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში პირველი მატჩი გადაიდო, ან საერთოდ გაუქმდა. დიახ, საფეხბურთო კლუბ "კალიარის" მესვეურებს კიდევ ერთხელ შეექმნათ პრობლემები ქალაქის მუნიციპალიტეტთან, რის გამოც გუნდისთვის "სტადიო სანტ ელიას" კარები დაიკეტა.

"რომა" უკვე სარდინიაზე იყო ჩაფრენილი, როდესაც ქალაქის მუნიციპალიტეტმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა: სტადიონზე თამაში არ გაიმართებაო.

"სტადიო სანტ ელია" ქალაქის მუნიციპალიტეტს, იგივე პრეფექტურას ეკუთვნის და აღნიშნული გადაწყვეტილებაც უპრობლემოდ მიიღეს. მოკლედ, თამაში გადაიდო, მაგრამ "რომას" მესვეურები უფრო შორს მიდიან და მათთვის სამი ქულის მინიჭებას ითხოვენ.

"ლეგა კალჩოდან" გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, დიდია შანსი, სარდინიულ გუნდს ტექნიკური მარცხი, 0:3 ჩაეთვალოს და შესაბამისად, "რომამ" სამი ქულა უბრძოლველად მიიღოს. ვნახოთ, ეს საკითხი მალე გაირკვევა.

არცერთი მილანი არ უქნია ღმერთს
კვირას ისეთი ამბები დატრიალდა, ცოტა თუ მოელოდა... მილანურმა გრანდებმა წყვილად წააგეს და კიდევ ერთხელ შეირცხვინეს თავი. მეორე მხრივ, ეს ყველაფერი კანონზომიერება უფროა, ვიდრე სენსაცია, რადგან "მილანიც" და "ინტერიც" შორს არიან საუკეთესო კონდიციისგან.

თუმცა, ისიც საკითხავია, სად გადის ამ ფორმაციის "მილანის" შესაძლებლობის ზღვარი და იქნებოდა თუ არა ფავორიტი, სულ რომ ფორმის პიკზე ჩასულიყო უდინეში?! მოკლედ, მასიმილიანო ალეგრის გუნდი კიდევ ერთხელ დამარცხდა, მეოთხე შეხვედრაში მესამე წაგება იგემა და სატურნირო ცხრილის ფსკერზეა მისვენებული.

იტალიურ სპორტულ პრესაში უკვე აქტიურად საუბრობენ, რომ უახლოეს საათებში ალეგრის კარისკენ მიუთითებენ, თუმცა ვნახოთ, ჯერ მაინც ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს.

აქვე ვთქვათ, რომ უდინელთაგან გოლები რანეჯიმ და დი ნატალემ გაიტანეს, მილანელთა რიგებში კი ელ შაარავი გამოირჩა.

მეორე მილანური გრანდი სულაც საკუთარ კედლებში შერცხვა, "სიენასგან" ორი უპასუხო ბურთი მიიღო და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ანდრეა სტრამაჩონი სრულ გაუგებრობაშია.

ახალგაზრდა სპეციალისტი რაღაცას აშენებს, მაგრამ რას, ვგონებთ, თვითონაც არ იცის.

ნაპოლიმაც წაიფორხილა
მეოთხე ტურში ვერც "ნაპოლიმ" ივარგა - ვალტერ მაცარის გუნდი "კატანიას" სტუმრობდა და ყველა პირობა ჰქონდა იმისთვის, რომ სახლში სამი ქულით დაბრუნებულიყო.

თავად განსაჯეთ, ჯერ კიდევ მეორე წუთზე სიცილიელები კაცნაკლულნი დარჩნენ, მაგრამ ეს უდიდესი უპირატესობა ნეაპოლელებმა ვერაფრით აქციეს გოლად.

კიდევ ერთხელ "ნაპოლის" ძალიან გაუჭირდა კატანიაში და კიდევ ერთხელ "სტადიო ანჯელო მასიმინოზე" მაცარის შეგირდებმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს.

იტალია. სერია A. IV ტური
პარმა-ფიორენტინა 1:1
პარმა (3-5-2): მირანტე - ბენალოუანე, პალეტა, ლუკარელი - გალოპა, როზი, ვალდესი, პაროლო, გობი - ბელფოდილი (66. პალადინო - 70. ნინისი), პაბონი (65. ამაური).
ფიორენტინა (3-5-2): ვივიანო - რონკალია, გონსალო, ტომოვიჩი - კუადრადო (71. მილიაჩო) ფერნანდესი (61. რომულო), ბორხა ვალერო, პისარო, კასანი - სეფეროვიჩი (69. ტონი), იოვეტიჩი.
გოლები: 0:1 რონკალია (20), 1:1 ვალდესი (90-პენ.).
გაფრთხილება: ვალდესი, გალოპა - პისარო, ტონი.
გაძევება: როზი (89. პარმა).
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 9-23; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 9-10(3-3); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 17 000

იუვენტუსი-კიევო 2:0
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბონუჩი, ლუსიო, კიელინი - ისლა (52. ვიდალი), პოგბა, ჯაკერინი, მარკიზიო (73. ლიხტშტაინერი), ასამოა - ვუჩინიჩი, კვალიარელა (80. ბენდტნერი).
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - დაინელი (74. სარდო), ცეზარი, იოკიჩი, ფრეი - ნ. რიგონი, ჰეტემაი (62. კრუსადო), ვაჩეკი - მ. რიგონი - პელისიერი, თერეუ (70. მოსკარდელი).
გოლები: 1:0 კვალიარელა (63), 2:0 კვალიარელა (68).
გაფრთხილება: მოსკარდელი (კიევო).
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 20-5(9-2); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 38 000

სამპდორია-ტორინო 1:1
სამპდორია (4-3-3): ბერინი - ბერარდი, გასტალდელო, როსინი, კოშტა - ობიანგი (63. სორიანო), მარესკა, მუნარი (72. პოცი) - ესტიგარიბია (82. ედერი), კრსტიჩიჩი, მაქსი ლოპესი.
ტორინო (4-2-2-2): ჟილე - დარმიანი, გლიკი, ოგბონა, მაზიელო - გაცი, ვივესი (82. ბრიგი) - სანტანა (75. სტევანოვიჩი), მეჯორინი - ჩერჩი, ბიანკი (75. სგრინია).
გოლები: 0:1 ბიანკი (69), 1:1 პოცი (84-პენ.).
გაფრთხილება: გასტალდელო, მაქსი ლოპესი, კრსტიჩიჩი, სორიანო - დარმიანი, გლიკი, ოგბონა, მეჯორინი.
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 19-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 10-7(4-2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 22 000

ატალანტა-პალერმო 1:0
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - ფერი, ლუკინი (73. სტენდარდო), მანფრედინი, ბრივიო - რაიმონდი, კაცოლა, ჩიგარინი, მორალესი (83. ტროიზი) - ბონავენტურა (59. დე ლუკა) - დენისი.
პალერმო (4-4-2): უიკანი - მუნიოსი, მორგანელა (90. დუბალა), ფონ ბერგენი, დონატი - რიოსი, ბარეტო, გარსია, ჯორჯი (76. პიზანო) - ერნანდესი, ილიჩიჩი (63. მიკოლი).
გოლი: 1:0 რაიმონდი (88).
გაფრთხილება: ლუკინი, მანფრედინი, ჩიგარინი, ტროიზი - დონატი, ჯორჯი, ილიჩიჩი.
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 21-12; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 7-7(2-2); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 18 000

ბოლონია-პესკარა 1:1
ბოლონია (4-3-1-2): ალიარდი - გარიჩი, ნატალი, ანტონსონი, მორლეო (83. აბერო) - პულცეტი (67. გაბიადინი), ტაიდერი, პაციენცა - დიამანტი - კონე (76. ხიმენესი), ჯილარდინო.
პესკარა (4-3-2-1): პერინი - ბალცანო, კოსიჩი, ბოკეტი, მოდესტო (71. ძანონი) - ნილსენი, კოლუჩი, კაშონე (80. ბარნასონი) - კუინტერო, კაპრარი (64. პელიცოლი) - ვუკუსიჩი.
გოლები: 1:0 ჯილარდინო (9), 1:1 კუინტერო (41).
გაფრთხილება: კონე - კაშონე.
გაძევება: პერინი (63. პესკარა).
კუთხური: 15-4; ჯარიმა: 8-24; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 16-11(8-6); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 22 000

კატანია-ნაპოლი 0:0
კატანია (4-3-3): ანდუხარი - ალვარესი, სპოლი, ლეგროტალიე, მარკეზე - ალმირონი (74. კასტრო), ბიაჯანტი (46. ისკო), ლოდი - ბარიენტოსი (67. ბელუში), ბერგესიო, გომესი.
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - არონიკა (65. ვარგასი), კანავარო, კამპანიარო - მაჯო (84. დოსენა), ჯემაილი, ინლერი (46. ინსინიე), ცუნიგა - ჰამშიკი - პანდევი, კავანი.
გაფრთხილება: ლეგროტალიე, ალმირონი, ბერგესიო - არონიკა, ინლერი, ცუნიგა.
გაძევება: ალვარესი (2. კატანია).
კუთხური: 3-14; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 5-13(1-6); ბურთის ფლობა: 30%-70%.
მაყურებელი: 20 000

ინტერი-სიენა 0:2
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - პერეირა, რანოკია, ჟუან იესუსი, ნაგატომო - კამბიასო, გარგანო (80. კოუტინიო), გუარინი (55. ალვარესი) - სნეიდერი - კასანო (85. ლივაია), მილიტო.
სიენა (3-5-2): პეგოლო - ნეტო, პაჩი, ფელიპე - ანჯელო, ვერგასოლა, დელ გროსო, ზე ედუარდო (78. ვალიანი), დაგოსტინო (54. როდრიგესი) - როზინა (87. სესტუ), კალაიო.
გოლები: 0:1 ვერგასოლა (73), 0:2 ვალიანი (90).
გაფრთხილება: ჟუან იესუსი- პეგოლო, ანჯელო, როზინა, კალაიო.
კუთხური: 10-8; ჯარიმა: 7-14; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 18-6(11-3); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 44 000

უდინეზე-მილანი 2:1
უდინეზე (3-5-2): ბრკიჩი - ბენეტია, დანილო, კოდა - ფარაონი (62. ბადუ), ალანი, პინცი, პერეირა, პასკუალე - რანეჯი, დი ნატალე (88. ფაბრინი).
მილანი (4-3-3): აბიატი - აბატე, მექსე, ზაპატა, მესბა - ამბროზინი (53. ბოატენგი), მონტოლივო, ნოჩერინო (80. ბოიანი) - ემანუელსონი (69. აჩერბი), ელ შაარავი, პაცინი.
გოლები: 1:0 რანეჯი (40), 1:1 ელ შაარავი (54), 2:1 დი ნატალე (68-პენ.).
გაფრთხილება: კოდა, პინცი - ამბროზინი.
გაძევება: ზაპატა (68. მილანი).
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 14-10(8-4); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 25 000

ლაციო-ჯენოა 0:1
ლაციო (4-4-2): მარკეტი - სკალონი (76. მაური), სიანი, ბიავა, კავანდა - ლედესმა, კანდრევა (76. კლოზე), ერნანესი, ლულიჩი - სარატე (68. გონსალესი), კოზაკი.
ჯენოა (4-4-2): ფრეი - სამპირიზი, გრანკვისტი, კანინი, ანტონელი - კუჩკა, ანსელიმო (58. ანტონელი), ტოზსერი, მერკელი (46. იანკოვიჩი) - იმობილე (72. სეიმური), ბორიელო.
გოლი: 0:1 ბორიელო (79).
გაფრთხილება: კანდრევა - ბორიელო.
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 7-10; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 20-6(7-3); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 40 000

კალიარი-რომა გადაიდო

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 4 4 0 0 11-2 12
2. ნაპოლი 4 3 1 0 8-2 10
3. ლაციო 4 3 0 1 7-2 9
4. სამპდორია 4 3 1 0 7-4 9
5. ფიორენტინა 4 2 1 1 6-4 7
6. ინტერი 4 2 0 2 6-5 6
7. ჯენოა 4 2 0 2 6-6 6
8. კატანია 4 1 2 1 5-7 5
9. ატალანტა 4 2 1 1 3-2 5
10. რომა 3 1 1 1 7-6 4
11. ტორინო 4 1 2 1 4-3 4
12. პარმა 4 1 1 2 4-6 4
13. უდინეზე 4 1 1 2 6-9 4
14. ბოლონია 4 1 1 2 5-8 4
15. მილანი 4 1 0 3 4-5 3
16. კიევო 4 1 0 3 3-7 3
17. კალიარი 3 0 2 1 2-4 2
18. პალერმო 4 0 1 3 1-8 1
19. პესკარა 4 0 1 3 3-10 1
20. სიენა 4 1 2 1 5-4 -1

შენიშვნა: სიენა - 6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები:
4 - იოვეტიჩი (ფიორენტინა); 3 - პაცინი (მილანი), კლოზე (ლაციო), ერნანდესი (ლაციო), მაქსი ლოპესი (სამპდორია), ჯილარდინო (ბოლონია).

მომდევნო ტური:
25 სექტემბერი: ფიორენტინა-იუვენტუსი;
26 სექტემბერი: პესკარა-პალერმო, რომა-სამპდორია, სიენა-ბოლონია, ტორინო-უდინეზე, ჯენოა-პარმა, მილანი-კალიარი, ნაპოლი-ლაციო, კატანია-ატალანტა, კიევო-ინტერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იუვეეეეეეეეე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
italieli
21:43 24-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული