კრისტიან აბიატი: "მილანის" მოთამაშეები მასიმილიანო ალეგრის პატივს სცემენ

AutoSharing Option
"მილანის" გოლკიპერმა კრისტიან აბიატიმ განაცხადა, რომ გუნდის ფეხბურთელები მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის მიმართ ნდობას ინარჩუნებენ, მიუხედავად სეზონის სტარტზე ნაჩვენები ცუდი შედეგებისა.

"მწვრთნელი ორი წლის მანძილზე ჩვენთან ერთად იყო. მან მოიგო სკუდეტო, იტალიის სუპერთასი, გასულ წელს კი მორიგი სკუდეტოს მოპოვებამდე ცოტა დაგვაკლდა.

"მილანის" მოთამაშეები ალეგრის პატივს სცემენ.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით გამარჯვებების დაწყება არ შეგვიძლია. სამწუხაროა, რომ "უდინეზესთან" დავმარცხდით, რადგან ცუდად არ გვითამაშია მაშინაც კი, როცა ანგარიში 1:1 იყო და ათი მოთამაშით ვთამაშობდით"
, - აღნიშნა მეკარემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული