"რომას" "კალიარისთან" ტექნიკური მოგება ჩაუთვალეს

AutoSharing Option
"რომას" "კალიარისთან" ტექნიკური მოგება (3:0) ჩაუთვალეს. სერია A-ს IV ტურის მატჩი, რომელიც 23 სექტემბერს უნდა გამართულიყო, არ შედგა.

თავდაპირველად მატჩი ცარიელი ტრიბუნების წინაშე უნდა გამართულიყო, რადგან არენაზე რეკონსტრუქცია მიმდინარეობს და უსაფრთხოებაზე შემოწმებას არ ექვემდებარება.

მიუხედავად ამისა, "კალიარის" პრეზიდენტმა მასიმო ჩელინომ აბონემენტის მფლობელ გულშემატკივრებს მოუწოდა, მატჩზე მისულიყვნენ და საყვარელი გუნდისთვის მხარი დაეჭირათ.

საბოლოოდ ხელისუფლებამ და პოლიციამ მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს, 24 სექტემბერს კი გაირკვა, რომ "კალიარის" ტექნიკური წაგება ჩაეთვალა. ამასთან, გამორიცხული არაა, კლუბს სხვა საჯარიმო სანქციებიც დააკისრონ, მათ შორის, ქულების ჩამოკლება.

ასევე იხილეთ:

იტალია. სერია A. IV ტური: მილანური გრანდები "ზებრებმა" გადაჯეგეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული