"იუვენტუსი" ფლორენციაში ტურისტული ავტობუსით ჩავიდა

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მეხუთე ტური ფლორენციაში იხსნება, სადაც "ფიორენტინასთან" სათამაშოდ სერია A-ს ლიდერი "იუვენტუსი" ჩადის.

ისედაც რთული მატჩის წინ "ბებერ სინიორას" სერიოზული პრობლემები შეექმნა - მან დიდი გაჭირვებით ჩააღწია დანიშნულების ადგილას. ამისთვის "იუვეს" ტურისტული ავტობუსის გამოყენება მოუწია.

გეგმის მიხედვით, გუნდი ფლორენციაში 24 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 19 საათზე უნდა ჩასულიყო, მაგრამ ძლიერი ქარის გამო თვითმფრინავის მეთაურმა კურსის შეცვლა გადაწყვიტა და ქალაქ პიზას უახლოეს აეროპორტში დაეშვა. იქ ფეხბურთელები გარკვეული ხანი გაჩერდნენ და შემდეგ ჩვეულებრივ ტურისტულ ავტობუსში ჩასხდნენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. V ტურის წინ: ბრძოლა მოედნის ცენტრისთვის
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა მაგარია ტურისტი რო ხარ და უცებ ავტობუსში ჯიჯი ამოვა:):)
BIANKONERA
12:55 26-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული