ჩირო ფერარა: ზდენეკ ზემანის ნორმალურად აღქმა არ შემიძლია

AutoSharing Option
ზდენეკ ზემანის გაწვრთნილ "რომასთან" მატჩის წინ "სამპდორიას" თავკაცმა ჩირო ფერარამ თავისი განცხადებებით ცეცხლზე ნავთი დაასხა.

ზემანი "იუვენტუსის" ცნობილი კრიტიკოსია, რომელშიც მრავალი წლის მანძილზე ჩირო ფერარა გამოდიოდა.

"რაც თავი მახსოვს, ზემანი აკეთებდა განცხადებებს, რომელიც მე და ჩემს მაშინდელ კლუბს, "იუვენტუსს" ზიანს გვაყენებდა.

იმის გათვალისწინებით, თუ რა მძიმე სამუშაოს ვეწეოდით მაშინ თანაგუნდელებთან ერთად, ამ ადამიანის ნორმალურად აღქმა არ შემიძლია", - აღიარა იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა.

26 სექტემბერს ფერარას ექნება შანსი, ზემანთან ანგარიშები გაასწოროს, რადგან "სამპდორია" რომში "ჯალოროსისთან" სათამაშოდ მიემგზავრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული