ზემანი "იუვენტუსის" ცნობილი კრიტიკოსია, რომელშიც მრავალი წლის მანძილზე ჩირო ფერარა გამოდიოდა.
"რაც თავი მახსოვს, ზემანი აკეთებდა განცხადებებს, რომელიც მე და ჩემს მაშინდელ კლუბს, "იუვენტუსს" ზიანს გვაყენებდა.
იმის გათვალისწინებით, თუ რა მძიმე სამუშაოს ვეწეოდით მაშინ თანაგუნდელებთან ერთად, ამ ადამიანის ნორმალურად აღქმა არ შემიძლია", - აღიარა იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა.
26 სექტემბერს ფერარას ექნება შანსი, ზემანთან ანგარიშები გაასწოროს, რადგან "სამპდორია" რომში "ჯალოროსისთან" სათამაშოდ მიემგზავრება.