"გასული სეზონის ბოლოს უკიდურესად იმედგაცრუებული ვიყავი. უცნაური წელი იყო. გუნდში რამდენიმე მწვრთნელი შეიცვალა, მე კი ბოლოს და ბოლოს, ევრო 2012-ისთვის ნაკრების შემადგენლობაში ვერ მოვხვდი.
არდადეგებზე ბევრს და მონდომებით ვვარჯიშობდი, მაგრამ როდესაც "ინტერის" განკარგულებაში დავბრუნდი, შეკრების პირველივე დღეებიდან გუნდს ჩამომაცილეს. მითხრეს, რომ მონაწილეობას ამხანაგურ მატჩებშიც კი არ მივიღებდი.
თავს უგულვებელყოფილად ვგრძნობდი - ძალიან შეურაცხმყოფელი იყო, რადგან ვგრძნობდი, რომ შემეძლო მოედანზე სასარგებლო ვყოფილიყავი.
რთული იყო, მაგრამ მუშაობას ვაგრძელებდი - უბრალოდ,
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით