კარლო ანჩელოტი: ალეშანდრო პატოს დაბრუნება "მილანს" დაეხმარება

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილი თავკაცი კარლო ანჩელოტი მიიჩნევს, რომ რიკარდო მონტოლივოს და ალეშანდრო პატოს დაბრუნება "როსონერის" კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლაში დაეხმარება.

"არ ველოდი, რომ სეზონის წინ დანაკლისის მიუხედავად, "მილანს" ასეთი ცუდი შედეგები ექნებოდა. არ ვგულისხმობ მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ტიაგო სილვას გასხვისებას.

პიპო ინძაგიმ კარიერა დაასრულა, ალესანდრო ნესტა, ჯენარო გატუზო და კლარენს ზეედორფი წავიდნენ..."


თუმცა კარლო ამ მდგომარეობას "მილანისთვის" გამოუსწორებლად არ მიიჩნევს.

"მოთამაშეებს უნდა ახსოვდეთ, რას ნიშნავს "მილანის" მაისურის ფლობა. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა და რწმენაა", - ამბობს პსჟ-ის თავკაცი.

ანჩელოტის აზრით,
კრიზისიდან გამოსვლაში "როსონერის" დახმარება ალეშანდრო პატოს შეუძლია.

"იმედი მაქვს, რომ პატო მალე დაბრუნდება. მას შეუძლია "მილანს" ძალიან დაეხმაროს, რადგან ის უნიჭიერეს
ი ფეხბურთელია.

სამწუხაროდ, მას ტრავმები სდევს თან
, მაგრამ ყველას იმედი აქვს, რომ გამოკეთდება და ფორმას აღიდგენს.

მას შეუძლია "მილანს" რთული მდგომარეობიდან გამოსვლაში დაეხმაროს. ასევე - რიკარდო მონტოლივოს, რომელიც ბრწყინვალე ნახევარმცველია"
, - დასძინა ანჩელოტიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული