ჯანლუიჯი ბუფონი: "ფიორენტინასთან" მატჩის შედეგი "იუვენტუსისთვის" სამარცხვინო არ არის

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" გოლკიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა "ფიორენტინასთან" (0:0) იტალიის ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩის შედეგი შეაფასა. ბუფონმა ფლორენციის სტადიონის ატმოსფეროზეც ისაუბრა.

"ოდნავ დაღლილები ვჩანდით. მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა. "ფიორენტინას" შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს და აზრიანი სათამაშო სქემები გააჩნია, რომლისაც სჯერათ. ამ ყველაფერმა მათ მატჩის მაღალ დონეზე ჩატარების საშუალება მისცა. ასე რომ, ამ შედეგში ჩვენთვის სამარცხვინო არაფერია.

ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა მეტოქემ საერთო ჯამში სულ 3-4 მომენტი შექმნა. ის ფაქტი, რომ მათ გოლის გატანის საშუალება არ მივეცით, ნიშნავს, რომ ქულა დავიმსახურეთ.

როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ფლორენციელ
გულშემატკივრებს ანტონიო კონტესთან, რომელიც კომენტატორის კაბინაში იმყოფებოდა? ჩემი აზრით, ისინი ნორმალურად იქცეოდნენ, ისევე, როგორც ჩვენი გულშემატკივრები. არავითარი ინციდენტი არ მომხდარა, გუნდების მეტოქეობა მისაღებ დონეზე ვლინდებოდა", - განაცხადა ბუფონმა.

მომზადებულია Sky Sport Italia-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:

იტალია. სერია A. V ტურის წინ: "სან პაოლო" და მილანელები
ვინჩენცო მონტელა: ტურინის "იუვენტუსი" უნდა დაგვემარცხებინა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული