ზვონიმირ ბობანი: დროა, ანდრეა პირლო იტალიის ნაკრებიდან წავიდეს

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილი მოთამაშე ზვონიმირ ბობანი მიიჩნევს, რომ იმისთვის, რათა ანდრეა პირლომ თავისი მაღალი კლასის დემონსტრირება მომავალშიც მოახდინოს, აუცილებელია, იტალიის ნაკრებში ასპარეზობას თავი დაანებოს.

"უკვე დროა, ანდრეა პირლომ გარკვეული მოვალეობებისგან გათავისუფლებაზე იფიქროს. იტალიის ნაკრები მაქვს მხედველობაში.

შესამჩნევი ხდება, რომ მას ყველა მატჩისათვის ძალა არ ჰყოფნის. ადრე კი მას ჩემპიონატის ყველა მატჩში შეეძლო თამაში", - თქვა ბობანმა "ფიორენტინა"-"იუვენტუსის" მატჩის ტრანსლაციის დროს.

მომზადებულია Sky Sports Italia-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. V ტურის წინ: "სან პაოლო" და მილანელები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული