სინიშა მიხაილოვიჩმა არ გამორიცხა, რომ მომავალში შესაძლოა მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი გახდეს

AutoSharing Option
სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი, რომელმაც საფეხბურთო კარიერა მილანის "ინტერში" დაასრულა, არ გამორიცხავს, რომ მომავალში შეიძლება "ნერაძურის" მთავარი მწვრთნელი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატში მიხაილოვიჩი "ბოლონიაში", "კატანიასა" და "ფიორენტინაში" მუშაობდა; ასევე, "ინტერის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.

"ადრე "ინტერში" მუშაობის ჩემს თავზე აღებასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ ეს ახლაც არ არის ჩემთვის დახურული თემა", - თქვა 43 წლის სპეციალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული