ანტონიო კასანო: ახლა "ფიორენტინას" უნდა მოვუგოთ

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" თავდამსხმელი ანტონიო კასანო "კიევოსთან" (2:0) გასვლითი დაპირისპირების შემდეგ "ფიორენტინასთან" შეხვედრაში, რომელიც "სან სიროზე" გაიმართება, სამი ქულის აღებას გეგმავს.

"ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ მოვუგოთ შინ "იებს". გეთანხმებით, იოლი არ იქნება. "სან სიროზე" ჩამოსული გუნდები ხომ დაცვით ტაქტიკას ირჩევენ და მათთვის გოლის გატანა ძალიან რთულია.

როგორ ვგრძნობ თავს "ინტერში"? შესანიშნავად. ჩემი თანაგუნდელები "ნერაძურის" წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებენ, რაც მათზეა დამოკიდებული და მეც იგივეს ვაკეთებ.

მინდა, ანდრეა სტრამაჩონის მადლობა გადავუხადო, რადგან "ინტერში" ჩემი ხილვა სწორედ მას სურდა, ისევე, როგორც მასიმო
მორატის. მხოლოდ მათი მონდომების გამო ვარ აქ", - განაცხადა კასანომ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული